ბექა როყვა: ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის გა­მოს­ვ­ლით კმა­ყო­ფი­ლი ვარ

AutoSharing Option
6-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ გი­ვი კარ­ტო­ზი­ას მე­მო­რი­ა­ლი და ვახ­ტანგ ბა­ლა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი ისევ დაგ­ვიბ­რუნ­და. დაგ­ვიბ­რუნ­და გაზ­რ­დი­ლი სტა­ტუ­სით - "დი­დი პრი­ზი" ეწო­დე­ბა, თუმ­ცა მთა­ვა­რი მი­სი გა­ცოცხ­ლე­ბაა. ეს ტურ­ნი­რი ჩვე­ნი გუნ­დე­ბის­თ­ვის ერთ-ერ­თი საკ­ვან­ძო ეტა­პი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბელ ციკ­ლ­ში.

- კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ძველი ტურნირის ახალი სიცოცხლე

რა მო­ე­წო­ნათ და რი­თი დარ­ჩ­ნენ უკ­მა­ყო­ფი­ლონი, ვის გა­მო­არ­ჩევ­დ­ნენ შე­გირ­დე­ბი­დან და რა გრა­ფი­კით მო­ემ­ზა­დე­ბი­ან მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თ­ვის, ამა­ზე ტურ­ნი­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რე­ბი ვთხო­ვეთ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ჩვენი ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მწვრთნე­ლს, ბექა როყვას.

- შე­ჯიბ­რე­ბა ნამ­დ­ვი­ლად კარ­გი გა­მო­ვი­და, რად­გან
ძლი­ე­რი შე­მად­გენ­ლო­ბა იყო ჩა­მო­სუ­ლი - ოლიმ­პი­ა­დის, მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნე­ბი.

სა­ერ­თო ჯამ­ში, ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის გა­მოს­ვ­ლით კმა­ყო­ფი­ლი ვარ - 5 ჩემ­პი­ო­ნი გვყავს, ბი­ჭებ­მა კარ­გად იჭი­და­ვეს და ვემ­ზა­დე­ბით მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თ­ვის.

ეს შე­ჯიბ­რე­ბაც ამ მზა­დე­ბის ერთ-ერ­თი ეტა­პი იყო და სპორ­ტ­ს­მე­ნებ­მა სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო შტა­ბის და­ვა­ლე­ბე­ბი, ძი­რი­თა­დად, კარ­გად შე­ას­რუ­ლეს. ამავ­დ­რო­უ­ლად, ეს იყო ერთ-ერ­თი შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თ­ვის და ზო­გი­ერთ წო­ნა­ში გა­მოვ­ლინ­დ­ნენ ლი­დე­რე­ბი, თუმ­ცა მათ მო­მა­ვალ­შიც შევ­ხე­დავთ და და­ვაკ­ვირ­დე­ბით მომ­დევ­ნო შეკ­რე­ბებ­სა თუ ტურ­ნი­რებ­ზე. თან სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო შტაბ­თან გა­ვივ­ლით კონ­სულ­ტა­ცი­ებს და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის წინ სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით გუნ­დის შე­მად­გენ­ლო­ბა­ზე.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ ტურ­ნირ­ზე ახა­ლი კად­რე­ბიც გა­მოჩ­ნ­დ­ნენ, ბევ­რ­მა იჭი­და­ვა კარ­გად, თუმ­ცა ამ­ჯე­რად კონ­კ­რე­ტუ­ლად არ და­ვა­სა­ხე­ლებ არა­ვის, არ გა­მოვ­ყოფ რო­მე­ლი­მეს. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ბი­ჭებ­მა კარ­გად იჭი­და­ვეს და ჭი­და­ო­ბის ხა­რის­ხი კარ­გი იყო - მთა­ვა­რიც ესაა.

მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­სამ­ზა­დებ­ლად თვის ბო­ლოს ბა­კუ­რი­ან­ში გა­ვემ­გ­ზავ­რე­ბით, მე­რე პო­ლო­ნე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი და ბა­ქოს "ოქ­როს დი­დი პრი­ზის" ფი­ნა­ლუ­რი შე­ჯიბ­რე­ბაა, ოღონდ იქ გა­საგ­ზავნ შე­მად­გენ­ლო­ბებს ბა­კუ­რი­ა­ნის შეკ­რე­ბის მე­რე გა­მო­ვაცხა­დებთ - მა­ნამ შევ­ხე­დავთ, და­ვაკ­ვირ­დე­ბით ბი­ჭებს, ვინ რო­გორ ფორ­მა­ში იქ­ნე­ბა და ვის დას­ჭირ­დე­ბა სა­შე­ჯიბ­რო პრაქ­ტი­კა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა არის მთელი სტატია უნდა წამეკითხა რომ გამეგო სპორტის რა სახეობაზე მიდიოდა საუბარი?
fsiuuu
13:42 15-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული