ჭიდაობა. კარელიძემ ისტორიული მედალი აიღო, შოთაძე ოქროსთვის იჭიდავებს

AutoSharing Option
მარიამ კარელიძე (40კგ) პირველი ქართველი გოგონაა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოგება მოახერხა.

კადეტების ევროპის ჩემპიონატში, ბულგარელი ვალერია იაკუტას (6:0) დამარცხების შემდეგ, მარიამმა ფრანგ ჟუსტინ ფანი ვიგორუსთან გამარჯვება ხელიდან ბოლო წამებზე გაუშვა და ის ფინალს მიღმა დარჩა. თუმცა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში, კარელიძემ უკრაინელი მარილია კოვალენკო 8:2 დაამარცხა.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში კადეტთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ხვალ იასპარეზებენ გიორგი შოთაძე (58კგ), დიმიტრი ხაჩიძე (42კგ), აკაკი ოსიაშვილი (50კგ), დავით სოლოღაშვილი (69კგ) და ლუკა ხუციშვილი (85 კგ).

შოთაძემ ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა, ხაჩიძე და ოსიაშვილი
ნახევარფინალში დამარცხდნენ, ხოლო სოლოღაშვილი და ხუციშვილი ბრინჯაოსთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ მარიამ!გუშინ ბრინჯაო,ხვალ ოქრო.
სოსო
12:05 29-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული