ქართველ მოჭიდავეთა კრახი მსოფლიოს ჩემპიონატზე

AutoSharing Option
სამწუხაროდ, კრახის მეტი არაფერი შეიძლება ეწოდოს ჩვენი ბერძენ-რომაელების გამოსვლას ბუდაპეშტში, მსოფლიოს ჩემპიონატში.

თავად განსაჯეთ - 7 მოჭიდავიდან 3 პირველივე შეხვედრაში დამარცხდა; 7 ფალავნიდან მთელ ტურნირზე მხოლოდ 5 მოგება; მთელი გუნდიდან მხოლოდ ერთი გადავიდა დამამშვიდებელში...

გვესმის, რომ ნაკრების აბსოლუტური უმეტესობა დებიუტანტი იყო (გუნდს მხოლოდ ერთი გამოცდილი წევრი ჰყავდა) და ძალიან არ გვინდა, ახალგაზრდები ზედმეტად გავაკრიტიკოთ, მაგრამ რაც დავწერეთ, ისიც ფაქტია და არა მოგონილი, ჩასაფრებული კაცის პოზიცია...

ფაქტია ისიც, რომ მსოფლიოს წლევანდელი პირველობა არა მარტო ამ ნაკრებმა, არამედ მთლიანად ფედერაციამ ჩააგდო, რადგან
"თავისუფლებიც" ერთადერთი მედლის ამარა დარჩნენ; ისიც ბრინჯაოა, თორემ ოქრო რომ იყოს, კიდევ დავიმშვიდებდით თავს.

ამ ტოტალური მარცხის ფონზე ერთი ჯილდოც უფრო მისი ავტორის, გენო პეტრიაშვილის (120) დამსახურება გვგონია. აშკარაა, რომ ორივე გუნდში სამწვრთნელო შტაბმა სადღაც მძიმე შეცდომები დაუშვა...

ბერძენ-რომაელთაგან ბაჩანა ფუტკარაძე (55), ზემოხსენებული ის ერთადერთი ყველაზე გამოცდილი წევრი, ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი რევაზ ლაშხი (60) და ნიჭიერი ახალგაზრდა საჩინო დავითაია (66) პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ და მერე არც სანუგეშოში გადასვლის შანსი მიეცათ.

ვასილ იმერლიშვილმა (96) ერთი შეხვედრა მოიგო, ილია გულბათაშვილმა (74) და გიორგი ცირეკიძემ (84) - ორ-ორი, სანუგეშოში კი მხოლოდ ცირეკიძე გადავიდა, მაგრამ იქ პირველივე პაექრობა წააგო.

ასეთმა სუსტმა გამოსვლამ ჩემპიონატის ყველა მოვლენა გადაფარა - როგორც იქნა, წააგო წლების განმავლობაში რუსთა წაუქცეველმა მსოფლიოს, ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა რომან ვლასოვმა (74), აზერბაიჯანში გადასულმა შალვა გადაბაძემ (96) მსოფლიოზე პირველი მედალი მოიპოვა; 84 კილოგრამში, ფაქტობრივად, ირანული ფინალი გაიმართა - მეორეზე გასული სამან ტახმასიბიც ირანელია, ოღონდ აზერბაიჯანში გადასული...

ბუდაპეშტში საინტერესო სხვაც ბევრი მოხდა, მაგრამ ჩვენ ჩვენი სისუსტე ვიკითხოთ.

კვარცხლბეკი
60 კგ. 1. ივო ანგელოვი (ბულგარეთი); 2. ივან კუილაკოვი (რუსეთი); 3. სეუნ-ჯაე ვოო (სამხრეთი კორეა), ელმურატ ტაშმურადოვი (უზბეკეთი); 35. რევაზ ლაშხი (საქართველო).
66 კგ. 1. ჰან-სუ რიუ (სამხრეთი კორეა); 2. ისლამ-ბეკ ალბიევი (რუსეთი); 3. იადან სანდეეპ ტულსი (ინდოეთი), ფრანკ სტაბლერი (გერმანია); 26. საჩინო დავითაია (საქართველო).
74 კგ. 1. ჰიეონვოო კიმი (სამხრეთი კორეა); 2. რომან ვლასოვი (რუსეთი); 3. ლევონ ჯულფალაკიანი (სომხეთი), ემრან კუსი (თურქეთი); 13. ილია გულბათაშვილი (საქართველო).
84 კგ. 1. ნარიმან ტალებ ნემატროური (ირანი); 2. სამან აჰმან ტახმასიბი (აზერბაიჯანი); 3. ჯავიდ ჰამზათაუ (ბელორუსი), ვიქტორ ლორინცი (უნგრეთი); 11. გიორგი ცირეკიძე (საქართველო).
96 კგ. 1. ნიკიტა მელნიკოვი (რუსეთი); 2. არტურ ალექსანიანი (სომხეთი); 3. ბალაზს კისი (უნგრეთი), შალვა გადაბაძე (აზერბაიჯანი); 13. ვასილ იმერლიშვილი (საქართველო).
120 კგ. 1. ამირ აზიზ ალიაკბარი (ირანი); 2. ჰეიკი ნაბი (ესტონეთი); 3. ნურმახან ტინალიევი (ყაზახეთი), რიზა კაიაალპი (თურქეთი); 12. ლევან არაბული (საქართველო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუკა კურტანიძე: ეს ნაკრები მალე მსოფლიო ლიდერი გახდება
მსოფლიოს ჩემპიონატი: ნაცნობი სცენარი - დავრჩით ბრინჯაოს ამარა
მკითხველის კომენტარები / 3 /
შენი აზრით ოლიმპოს მთაზე ოლიმპიადები რო ტარდებოდა ბადმინტონს და მაგიდის ტენისს თამაშობდნენ? და ბერძნულ-რომაული არ უნდა იყოს ოლიმპიური სახეობა? :დ რამდენი ჭკუის ხალხი ცხოვრობს გაგიჯდები რა :D
nika
11:14 24-09-2013
0
ასეთი შედეგები ბოლოს როდის გვქონდა ?!!!

ეხ ,ნუთუ ყველა მიმართულებით...უკან-უკან მივდივართ...უპასუხისმგებლობამ ხო არ იმატა და ...ეროვნული აღტკინების შეგრძნებამაც ?!!! ... ვშიშობ, მალე სხვა სპორტის სახეობებშიც იგივე პროცესი არ დაიწყოს!!!...

სასწრაფოდ მიზეზები უნდა დადგინდეს და ..სასწრაფო ზომებიც არის მისაღები!!!

glaxuna
02:07 24-09-2013
0

სიახლეები პოპულარული