მას 66 კილოგრამში მოასპარეზე ანტონ მამაგეიშვილი დაეუფლა, რომელსაც გადამწყვეტ პაექრობაში თანაგუნდელი არჩილ თურმანიძე არ გამოუცხადდა.
ამდენად, ჩვენმა სათადარიგო ნაკრებმა ეს პრესტიჟული შეჯიბრება 4 მედლით - 2-2 ვერცხლ-ბრინჯაოთი დაასრულა.
ტურნირის პირველ დღეს ფინალში მინდია წულუკიძე (71) და თორნიკე ძამაშვილი (80) გავიდნენ, მაგრამ წააგეს და ვერცხლს დასჯერდნენ, ბრინჯაო კი სოსო ჯაბიძემ (98) მოიპოვა.