მსოფლიოს ჩემპიონატი. ჭაბუკები: ვუქომაგოთ გოგონებს

AutoSharing Option
თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გრძელდება ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც გუშინ გოგოები ჩაებნენ, თუმცა ჩვენ პირველ დღეს მონაწილე არ გვყავდა. სამაგიეროდ, დღეს სამი ქართველი იასპარეზებს.

მარიამ კარელიძე (40) პირველ წრეში თავისუფალია, მერვედფინალში კი რუს ანა არღუნოვას დაეჭიდება.

თამარ სამხარაძე (46) საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება ტურნირში, სადაც აზერბაიჯანელ ალინა ზოკოევას ხვდება. მეორე წრეში გასვლისას პოლონელ მონიკა პატრიცია კლეპუზცევსკას და შვედ ემმა ჯონა დენისა მალმგრენს შორის მოგებულს შეხვდება.

საკვალიფიკაციო ეტაპს იჭიდავებს ჩვენი გუნდის ლიდერი თამარ ხოჯაშვილი (52), ვინც ტრავმირებული ხელით იასპარეზებს. პირველად ის
ბულგარელ ვესელა ცანკოვა ბრამჩევას ძლევას შეეცდება, ხოლო ამას თუ მოახერხებს, მაშინ აზერბაიჯანელ ადელინა მირზაევასა და პუერტორიკოელ ანდრიბეტ რივერა ბალიარდს შორის უძლიერესს გაეჯიბრება.

კვარცხლბეკი
38 კგ.
1. მანიშა მანიშა (ინდოეთი); 2. პეტია ზარკოვა დელჩევა (ბულგარეთი); 3. ნადა მედანი აშოურ აბდალა მოჰამედი (ეგვიპტე), ვალერია ჩისტობაევა (რუსეთი).

43 კგ.
1. მანამი უენო (იაპონია); 2. დარია ხვოსტოვა (რუსეთი); 3. აინურ ჯამალოვა (აზერბაიჯანი), რეემ ნაგბი მაჰმუდ იუსეფ აჰმედი (ეგვიპტე).

49 კგ.
1. იუი სუსაკი (იაპონია); 2. მარია ტიმერეკოვა (რუსეთი); 3. ზეინეპ იეტგილი (თურქეთი), მაკეი ელენ კილტი (აშშ).

56 კგ.
1. ანდორიაჰანაკო სავა (იაპონია); 2. ანასტასია ნიჩიტა (მოლდოვა); 3. გრაციე მარიე ფიგუეროა (აშშ), ოქსანა ჩუდიკი (უკრაინა).

65 კგ.
1. ხანუმ ვალიევა (რუსეთი); 2. მივა მორიკავა (იაპონია); 3. მეერიმ ჟუმანაზაროვა (ყირგიზეთი), ტუნდე ემესე ელეკესი (უნგრეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული