ევროპული სპორტდარბაზი პლიუს ნახერხმოყრილი სარბიელი

AutoSharing Option
ზონალური პირველობებს ქართულ ჭიდაობაში გორმა და ზუგდიდმა უმასპინძლა. გორზე უკვე ვწერდით. მოლოდინს გადააჭარბა ტურნირმა ზუგდიდში. შეჯიბრებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის მოჭიდავეებმაც იასპარეზეს. ეს იყო ძალზე კარგად მოწყობილი შეჯიბრება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალ სპორტულ დარბაზში პირველად აჟღერდა ქართული ჭიდაობის ჰანგები კასპელი მუსიკოს-დამკვრელების შესრულებით.

სავარაუდოდ, ზუგდიდი არაერთხელ გახდება ქართული ჭიდაობის მასპინძელი ქალაქი. აქაურებს ამ ახალი ევროპული სპორტდარბაზის გარდა გადაწყვეტილი აქვთ ღია საჭიდაო მოედნის მოწყობა „საკონსეროს უბანში“ (თამარ მეფის ქუჩაზე) და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერასაც ითხოვენ. ვფიქრობთ, ნახერხმოყრილი მოედანი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ზუგდიდში ჩვენი
ეროვნული ჭიდაობის აღორძინებას.

პირველი ადგილები ზუგდიდის ტურნირზე მოიპოვეს: ბექა ჩიქავამ (55, ზუგდიდი), პაატა შუკვანმა (60), ბექა ჩართოლანმა (65, ორივე - მესტია), ონისე ჩიქავამ (70, ზუგდიდ), ზაალ კირტავამ (75, სენაკი), აკაკი აფაქიამ (80), გიორგი თოფურიამ (90, ორივე - ფოთი), ვაჟა ვენჯელაშვილი (+90, ლანჩხუთი).

საუკეთესო მოჭიდავის თასი და დიპლომი დაიმსახურა ბექა ჩართოლანმა.

შეჯიბრების შემდეგ მოჭიდავეებმა დაათვალიერეს დადიანების სასახლე და ზუგდიდის პარკი.


გაბრიელ ბარჯაძე
ავტორის ფოტო
ზუგდიდის ახალი სპორტული კომპლექსი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული