ტოჩინოშინის მე-10 ტრიუმფი

AutoSharing Option
10 გამარჯვება 11 დღეში, ასეთია მე-6 მაეგაშირა ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) მონაგარი ნაცუ ბაშოზე, რომლის დასრულებამდე 4 დღეღა დარჩა. გუშინ ჩვენებურმა ჯანიან ტოიოჰიბიკის მოუგო. დაჯახებისთანავე ქართველმა უპირატესობა მოიპოვა, მეტოქის მავაში ხელთ იგდო, ოღონდ არახელსაყრელი პოზიციიდან (შიტატე) უტევდა. ლევანმა მაინც გარისკა, მაგრამ მეტოქემ ქართველის ილეთიც მოიგერია და უკეთესი პოზიციაც მიიღო. ამის შემდეგ ტოჩინოშინმა ტოიოჰიბიკის შეტევა ძვლივს შეაჩერა და მაინც განახორციელა ჩაფიქრებული შიტატენაგე.

დღეიდან, ტოჩინოშინი რიგით მაეგაშირებს ალბათ აღარ შეხვდება, მისი პირველი სერიოზული მეტოქე 25 წლის მონღოლი კომუსუბი კაკურიუა, "წერო-გველეშაპი" დიდებულად ასპარეზობს ნაცუ
ბაშოზე (8-3). ლევანი აქამდე 4-ჯერ შეხვდა კაკურიუს და მხოლოდ ერთხელ მოუგო. დღეს, 19 მაისს მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ორთაბრძოლაა.

წაგების უფლება აღარ აქვს ელიტის უმძიმეს ფალავან გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც მე-7 მარცხი მონღოლ ვეტერან კიოკუტენჰოსთან იწვნია. დღეს გაგამარუ კვლავ მონღოლს შეერკინება - მე-9 მაეგაშირა ასასეკირიუს. კოკაიმ (ლევან ცაგურია) კი უკვე დაიბევა უარყოფითი ბალანსი, "შავი ზღვა" კვლავ დამარცხდა და რანგში დაქვეითება ელის, შესაძლოა, დივიზიონიდანაც გააგდონ (ზუსტად ამის შესახებ ბაშოს დასრულების მეორე დღესვე გვეცოდინება).
ბაშოს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს დაუმარცხებელი დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო. ამჯერად მონღოლმა სეკივაკე კოტოშოგიკუ დაამარცხა. მას კვალში 10-10 მოგებით ტოჩინოშინი და ბრაზილიელი კაისეი უდგანან, ხოლო ოძეკი ბარუტოს 9 მოგება აქვს. ვფიქრობთ, სხვები საჩემპიონო დავაში ვეღარ ჩაერევიან.

XI დღე
მაკუუჩი: ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (იორიკირი), ბარუტო-ოკინოუმი (სუკუინაგე), კაიო-ჰარუმაფუჯი (ჰიკაკე), კისენოსატო-კოტოოშუ (უბრძოლველად), კაკურიუ-ტოჩიოძანი (ოშიდაში), ტოიონოშიმა-კიტატაიკი (იორიკირი), გოეიდო-ჰომაშო (კუბინაგე), ამინიშიკი-არანი (ოშიდაში), ტაკეკაძე-ტამავაში (ოკურიდაში), ტოსაიუტაკა-ვაკანოსატო (იორიკირი), ტოჩინოშინი-ტოიოჰიბიკი (შიტატენაგე), კაისეი-იოშიკაძე (ცუკიდაში), კიოკუტენჰო-გაგამარუ (იორიტაოში), შოტენრო-ტაკამისაკარი (ოშიდაში), ასასეკირიუ-მიაბიამა (უვატედაშინაგე), ვაკაკოიუ-ტოჩინონადა (ოშიდაში), ტოჩინოვაკა-ბუშუიამა (ცუკიოტოში), ტოკიტენკუ-ტაკარაფუჯი (იორიკირი), კიმურაიამა-აკისეიამა (ჰიკიოტოში); ძურიო: მასურაუმი-კოკაი (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
11-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
10-1: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 6), კაისეი (მ 16).
9-2: ბარუტო (ოძეკი).
8-3: კოტოშოგიკუ (სეკივაკე), კაკურიუ (კომუსუბი), ტოსაიუტაკა (მ 9).
... 4-7: გაგამარუ (მ 14).

XII დღე
მნიშვნელოვანი ბრძოლები - მაკუუჩი: ჰაკუჰო-არანი, ჰარუმაფუჯი-კოტოშოგიკუ, კაიო-ბარუტო, კისენოსატო-ოკინოუმი, ტოიონოშიმა-ტოჩიოძანი, კაკურიუ-ტოჩინოშინი, გოეიდო-კაისეი, ჰომაშო-კიტატაიკი, ამინიშიკი-იოშიკაძე, ასასეკირიუ-გაგამარუ; ძურიო: კოკაი-ჰოჩიამა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული