შესანიშნავი თაოსნობა

AutoSharing Option
ჩვენი ტრადიციული ქართული ჭიდაობა ძველ ხერხებს უნდა დაეფუძნოს, მაგრამ დინამიკა და მცირედი ცვლილებები აუცილებელია.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ქართული ჭიდაობაზე გამორჩეულად ზრუნვა ეს არაერთხელ საქმით დაუმტკიცებია. სამხარეო ადმინისტრაციის, პირადად გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის ინიციატივით ახლახან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეირჩნენ ქართული ჭიდაობის ძველი თაობის ოსტატები, რომლებსაც ახალბედებისთვის მივიწყებული ხერხები უნდა ესწავლებინათ.

ნაცადი ფალავნები გუბერნატორის ამ პროგრამას ხალისით გამოეხმაურნენ და რამდენიმე სასარგებლო გაკვეთილი ჩაუტარეს მოზარდებს.
ასეთი ღონისძიება კი წაადგება როგორც ქართულ ჭიდაობას, ისე ძიუდოს, სამბოს, თავისუფალ ჭიდაობას...

გუბერნატორმა ეს გამოცდილი ოსტატები ნამდვილი ქართული ჭიდაობის ხერხების
პატარებისთვის გადაცემისათვის წაახალისა კიდეც და ფულადი პრემიებითაც დააჯილდოვა. დაჯილდოებულთა შორის არიან: გრიგოლ დორეული (გალავანი), მურთაზ ელერდაშვილი (პატარძეული), გივი იშხანიშვილი (ძეგვი), სიმონ მაისურაძე (ჩაბინაანი), გენო ყაზარაშვილი (ტინისხიდი), გიორგი ნავროზაშვილი, გიორგი ბეინაშვილი (ორივე - ლამისყანა), სერგო გურასპაშვილი (ქარელი), ჯუმბერ ცოციაშვილი (წილკანი).

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული