ერისთაობა - ღია მოედნიდან დარბაზში

AutoSharing Option
ახალგორში "ერისთაობის" დღესასწაულს დიდი ხნის ისტორია აქვს. ამჯერად კი გასაგები მიზეზების გამო, ეს ზეიმი წეროვნის დევნილთა დასახლებაში აღნიშნეს, რომლის ორგანიზატორი იყო ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ფიცხელაური.
ზეიმის ეპიცენტრი წეროვნის მუხნარში შარშან გახსნილი ქართული ჭიდაობის სარბიელი იყო. შეჯიბრება ოთხ წონით კატეგორიაში ჩატარდა.

"ერისთაობა" წმინდა მოწამეთა _ შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების ხსენების დღისადმია მიძღვნილი.

1659 წელს ბიძა-ძმისშვილმა, შალვა და ელიზბარ ერისთავებმა და ბიძინა ჩოლოყაშვილმა ქუდზე კაცს უხმეს და ბახტრიონზე დაბანაკებული კახეთის ამკლები თათრები სასტიკად გაანადგურეს.

მრისხანე მმართველმა შაჰ-აბასმა ქართველ დიდებულებს სარწმუნოების
გამოცვლა მოსთხოვა. უარი რომ მიიღო, გმირები შეიპყრეს, აწამეს და თავები მოჰკვეთეს.

დაძაბული ორთაბრძოლები წეროვანში შუადღიდან დაღამებამდე გაგრძელდა. მეოთხე (90 კგ) წონითი კატეგორის შეხვედრები კი მსაჯთა კოლეგიამ სიბნელის გამო წეროვნის ახალგახსნილ საჭიდაო დარბაზში ტატამზე დაასრულა.

მაყურებელი ზეიმს არც ღია ცის ქვეშ და არც სპორტდარბაზში მოჰკლებია.

ყველაზე ლამაზი ხერხის შესრულებისთვის პრიზი გადაეცა გორელ გიორგი შოშიაშვილს, ყველაზე იმედისმომცემი მოჭიდავისთვის განკუთვნილი თასი კი ფრიდონ ლიპარტელიანმა დაიმსახურა.

კვარცხლბეკი

60 კგ: 1. ამირან პაპინაშვილი (თბილისი), 2. პაატა მერებაშვილი (გორი), 3. ზვიად ოდოშაშვილი (კასპი).
70 კგ: 1. ანზორ ხმიადაშვილი, 2. გიორგი შოშიაშვილი (ორივე-გორი), 3. ზურაბ ნოზაძე (ხაშური).
80 კგ: 1. ხვიჩა ხუციშვილი (ჭიათურა), 2. იოსებ ჩილინდრიშვილი, 3. პაატა ღვინიაშვილი (ორივე-გორი).
90 კგ: 1. თედო აბელაშვილი (თბილისი), 2. გიორგი ცოციაშვილი (მცხეთა), 3. ლაშა ბერიძე (ახალგორი).
კვირას, 9 ოქტომბერს, ლენტეხში გაიმართება ქართული ჭიდაობის მორიგი ტურნირი. ორი წლის შესვენების შემდეგ კვლავ გათამაშდება "პრეზიდენტის თასი". თორმეტი რეგიონიდან ქართულის საუკეთესო ფალავნები შეეჯიბრებიან ერთმანეთს გუნდურ პირველობას 60-70-80-90-100 და +100 კგ წონითი კატეგორიებში.

ტურნირზე სოლიდური პრემიებია დაწესებული წარმატებული გუნდების წევრებისა და მწვრთნელებისთვის.

გაბრიელ ბარჯაძე




მკითხველის კომენტარები / 2 /
gio@
ამ ინფოს დასაზუსტებლად გირჩევთ გაზეთის მთავარ რედაქტორთან დარეკოთ
423273
899554897
თენგიზ გაჩეჩილაძე იკითხეთ
Admin
16:23 05-10-2010
0
მემგონი შეცდომაა სტატიაში, 9 ში ჭიდაობა ახმეტაშია და არა ლენტეხში, გთხოვთ გვაცნობოთ ზუსტი ადგილი.
0

სიახლეები პოპულარული