სპორტულ სარბიელზე კი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ფეხბურთელი ბიჭები, ფრენბურთელები, ცხენოსნები, ქართული (ხრიდოლი) და აღმოსავლური ორთაბრძოლების მოყვარულნი. ყველაზე მეტი ქომაგი მაინც ქართულმა ჭიდაობამ მიიზიდა. მცხეთა-მთიანეთის მხარისა და ქართული ჭიდაობის ფედერაციის ერთობლივი თაოსნობით მოწყობილ პაექრობაში (საპრიზო ფონდი - 10 ათასი ლარი) 8 გუნდი ეცილებოდა ერთმანეთს პირველობას (საგულისხმოა, რომ მხარის გუბერნატორმა,
განსაკუთრებით მასპინძლებმა - მცხეთა-მთიანეთის მხარის ფალავნებმა (ბეთქილ შუკვანი, ამბაკო ავალიანი, ხვიჩა ხუციშვილი, გიორგი ცოციაშვილი, მირიან პავლიაშვილი, ალექსი დავითაშვილი) იყოჩაღეს. მათ ზედიზედ სძლიეს თბილისის (5:0), კასპის (4:1), კახეთის (5:0) წარმომადგენლებს და მთავარი პრიზი მოიპოვეს. მეორე ადგილზე კახელები (მიხეილ ოსაძე, გიორგი მეკოკიშვილი, გიორგი კუდუხაშვილი, ბექა ბიქოშვილი, ზვიად ხანჯალიაშვილი) გავიდნენ. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კასპელებმა (ტრისტან ფეიქრიშვილი, ზვიად ოდოშაშვილი, ბექა ბერუაშვილი, კახა მამულაშვილი, შმაგი შარიფაშვილი, ვალერი ჟორჟოლიანი, ვახტანგ ზოიძე) გორელებს 3:2 აჯობეს.
გამარჯვებულები და პრიზიორები ოლიმპიურმა ჩემპიონმა შოთა ხაბარელმა, პეკინის ოლიმპიადის პრიზიორმა ოთარ თუშიშვილმა, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა უშანგი ყურაშვილმა და შეჯიბრების მთავარმა მსაჯმა შალვა ჩოჩელმა დააჯილდოვეს.
ქართულ ჭიდაობაში მომდევნო დიდი ღონისძიება, როგორც უშანგი ყურაშვილმა გვითხრა, 23 ოქტომბერს ჭიათურაში გაიმართება. იქ ძიუდოში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებისა თუ პირველობების მრავალი მედალოსნის აღმზრდელის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ მოდებაძის სახელობის თასი გათამაშდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"