დავით მოძმანაშვილმა "რამზან კადიროვის თასი" მოიგო

AutoSharing Option
ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა, მსოფლიოს პრიზიორმა დავით მოძმანაშვილმა (120) შაბათს, 26 ოქტომბერს გროზნოში ჩეჩნეთის პრეზიდენტ "რამზან კადიროვის თასზე" გაიმარჯვა.

ტურნირის მთავარი ფავორიტი თავიდან ისვენებდა, მერე კი ჯერ ინგუში ასლან მალსაგოვი 3:0 დაამარცხა, ნახევარფინალში ოსი ედუარდ ბაზროვი ბეჭებზე დააწვინა, ფინალში კი დაღესტნელ არსლანბეკ ალიევს 3:1 მოუგო.

გროზნოში ჩვენგან მალხაზ ზარქუა და მალხაზ ქურდიანიც (ორივე - 66) ჭიდაობდნენ, მაგრამ პირველივე წრეში დამარცხდნენ.

ზარქუამ უკრაინელ ანდრეი კვიატკოვსკისთან წააგო, ქურდიანმა - ოს ალან გოგაევთან.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სპორტში მუ ავურევთ. ბიჯები ტავს იკლავენ ძმაო ვარჯიშით მაშინ უნდა მიცენ იმდენი რომ არ უღირდეთ და უარი თქვან
beqa
12:51 28-10-2013
0
kaxa getanxmebi jigaro.saqartvelos mteria nomer pirveli tuara arc ukanaskneli da maqa ram caiyvana eg xalxinetav rodis gaigvidzebs eri mdzinare.?
arvelodi
01:34 27-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული