ტურნირის მთავარი ფავორიტი თავიდან ისვენებდა, მერე კი ჯერ ინგუში ასლან მალსაგოვი 3:0 დაამარცხა, ნახევარფინალში ოსი ედუარდ ბაზროვი ბეჭებზე დააწვინა, ფინალში კი დაღესტნელ არსლანბეკ ალიევს 3:1 მოუგო.
გროზნოში ჩვენგან მალხაზ ზარქუა და მალხაზ ქურდიანიც (ორივე - 66) ჭიდაობდნენ, მაგრამ პირველივე წრეში დამარცხდნენ.
ზარქუამ უკრაინელ ანდრეი კვიატკოვსკისთან წააგო, ქურდიანმა - ოს ალან გოგაევთან.