18 წლის ღვინიაშვილმა (90) ტურნირის ფინალში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი (+100) დაამარცხა. ახალგაზრდა ძიუდოისტმა ჯილდოსთან ერთად საჩუქრად ავტომობილი "პორშე კაიანი" მიიღო.
ადამ ოქრუაშვილს კი 5 ათასი ლარი გადაეცა. ხოლო მესამე ადგილზე გასულმა დავით ლორიაშვილმა (100) 3 ათასი კარი მიიღო.
აბსოლუტური ფალავნობის შეჯიბრის დაწყებამდე ასპარეზობა ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა (80, 90, 100 და +100 კგ).
აბსოლუტური ფალავნის ტიტულისთვის მოსაპოვებლად ამ წონების მედლის მფლობელებმა იბრძოლეს.
წონითი კატეგორიების საპრიზო ადგილები კი ასე განაწილდა:
80 კგ
1. ამბაკო ავალიანი
2. ზვიად კაპანაძე
3. გიორგი პაპუნაშვილი
90 კგ
1. ბექა ღვინიაშვილი
2. დავით კარბელაშვილი
3. ანდრეი კაზუსიონოკი
100 კგ
1. დავით ლორიაშვილი
2. ალეკო ზაალიშვილი
3. ლაშა გურული
+100 კგ
1. ვახტანგ ოქრუაშვილი
2. ადამ ოქრუაშვილი
3. გიორგი ბოლოთაშვილი