ავსტრალიის ღია პირველობა: შარაპოვა რიოს გარეშე რჩება?

AutoSharing Option
სერენა უილიამსთან წაგების შემდეგ, მარია შარაპოვამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ აპირებს თებერვალში, ფედერაციის თასის მეოთხედფინალში ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშს. შეხვედრა 6-7 თებერვალს გაიმართება.

მარიას განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შამილ ტარპიშჩევი, რომელმაც შარაპოვას ნათქვამს "გაუაზრებელი" უწოდა.

"არსებობს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის წესი. მარიამ უნდა ითამაშოს ჰოლანდიის წინააღმდეგ. თუ ის ამას არ გააკეთება და უარს იტყვის ფედერაციის თასზე, ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებას არ მისცემენ - ასეთია რეგლამენტი. ვფიქრობ, მან ეს აბსოლუტურად დაუფიქრებლად განაცხადა", - თქვა ტარპიშჩევმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული