პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა სოფლის სკოლებში ქართული ჭიდაობის გაკვეთილების დანერგვას, დახურული და ღია მოედნების მოწყობას, პარტნიორულ ურთიერთობას სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული ჭიდაობის ფედერაციებთან, აგრეთვე - ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (ფილას) ტრადიციული ჭიდაობის კომისიასთან.
პროგრამის ძირითადი მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის გარდა უშუალოდ ქართულიდან ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში ნაკრები გუნდების შევსებაა.
ერთი ციკლი, ანუ ერთი წელიწადი 400 000 ლარი დაჯდება. რაც შეეხება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით 20-30 მარტს, რაიონული, 20-30 აპრილს - რეგიონალური, 20-30 ივნისს კი ფინალური ფესტივალი გაიმართება საქართველოს მოსწავლეთა შორის სპორტის სხვადასხვა სახეობებში. სამინისტრომ ეროვნული ჭიდაობაც ჩართო ფესტივალის კალენდარში.
ამ ყველაფერს, თუ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იდეას საკლუბო (გუნდურ) ტურნირსაც დაუმატებთ, რომელიც 2011 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე წრიული სისტემით იმართება, ქართული ჭიდაობის მესვეურებს წლეულს ზღვა სამუშაო ელით. როგორც წესი, "პრეზიდენტის თასი", რომელიც უკვე ოთხჯერ ჩატარდა, 2011-შიც გათამაშდება.
აქვე ქართული ჭიდაობასთან დაკავშირებულ ერთ ამბავსაც გაგაცნობთ. რუსეთში (მოსკოვში) შეიქმნა ქართული ჭიდაობის ფედერაცია, ვიცით, მხოლოდ ერთი რამ მისი პრეზიდენტი ვინმე გიორგი ქოიავაა.
გაბრიელ ბარჯაძე
.