ძირითადად პირველობისთვის ძიუდოში და სამბოში მოვარჯიშე სპორტსმენები იბრძოდნენ. ეს სულაც არ არის საგანგაშო, მაგრამ კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ საჭიდაო თემს, რომ აუცილებელია თითოეულ რაიონში შეიქმნას სოფლების ერთი ცენტრი მაინც, სადაც ივარჯიშებენ მხოლოდ ქართულ ჭიდაობაში და აქედან მოხდება მათი შემდგომი სელექცია. ეს იდეა ძალიან ბევრ სპეციალისტს მოსწონს, მაგრამ საქმის დამწყებები ჯერ არ ჩანან.
ჭაბუკთა პირველობის პარალელურად გაიმართა ქართული ჭიდაობის ფედერაციის გაფართოებული სხდომა, რომელზეც ყველა რეგიონის მწვრთნელებთან და მსაჯებთან
მძიმეწონოსანთა ფინალურ შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, სადაც მსაჯთა გადაწყვეტილებამ კამათი გამოიწვია, სხვა მხრივ შეჯიბრება ორგანიზებულად ჩატარდა.
აღსანიშნავია საჩუქრები, რომლებიც ფედერაციამ ჩემპიონ-პრიზიორებს დაურიგა. ასეთი ყურადღება ჭაბუკთა პირველობაზე გასულ წლებში არასოდეს გამოუჩენიათ.
მარტში საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდებს შორის ზონალური პირველობები გაიმართება.
კვარცხლბეკი
50 კგ: 1. კობა მჭედლიშვილი (თბილისი), 2. გიორგი თანიაშვილი (მცხეთა-მთიანეთი), 3. თამაზ ნოზაძე (შიდა ქართლი).
55 კგ: 1. გიორგი მეტრეველი, 2. თორნიკე ჭოველიძე (ორივე-შიდა ქართლი), 3. ბაჩუკი ჭიკაიძე (დედოფლისწყარო).
60 კგ: 1. გიორგი ავანაშვილი (მცხეთა-მთიანეთი), 2. გიორგი გუგულაშვილი (შიდა ქართლი), 3. ანზორ კევლიშვილი (მესხეთ-ჯავახეთი).
66 კგ: 1. დავით ჭიკაიძე (კახეთი, ახმეტა), 2. ბესიკ ეჯიბაძე (იმერეთი, ხარაგაული), 3. გიორგი ობოლაშვილი (მარტყოფი).
73 კგ: 1. ლევან გუგავა (იმერეთი), 2. გიორგი ქურდიანი (აფხაზეთი), 3. ვანო ჩურჩხელაშვილი (კახეთი).
81 კგ: 1. ბექა ღვინიაშვილი (შიდა შართლი), 2. ლაშა დავითაშვილი (კახეთი, ახმეტა), 3. ლევან მაჭარაშვილი (აფხაზეთი).
90 კგ: 1. ზაალ გაგნიძე (აფხაზეთი), 2. მათე ლაგაზაური (ქვემო ქართლი), 3. ბაქარ მაზიაშვილი (შიდა ქართლი).
გაბრიელ ბარჯაძე
.