ჩვენებმა მინსკში 10 მედალი მოიპოვეს: 2 ოქრო და 4-4 ვერცხლ-ბრინჯაო. აქედან 1 ბრინჯაო ქალთა გუნდის მონაგარია, დანარჩენი კი ვაჟებმა დაისაკუთრეს.
სასიხარულოა, რომ ორ წონაში ქართული ფინალი გაიმართა: 100-ში დავით ლორიაშვილმა გიორგი კობაიძე დაამარცხა, მძიმეში კი ბექა ბერძენიშვილმა გიორგი ზაქარიაძეს მოუგო.
ვერცხლის მედლებს აგრეთვე დაეუფლნენ მინდია ლილუაშვილი (68) და პაატა ღვინიაშვილი (90), ხოლო მესამეპრიზიორები ვაჟებში ლერი ბედინაძე (57), კახა მამულაშვილი (74) და ამჯერად ზედა წონაში მოჭიდავე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"