სამბო. მინსკის ტურნირი: ქართული ფინალები, 2 ოქრო და 4-4 ვერცხლ-ბრინჯაო

AutoSharing Option
ქართველმა სამბისტებმა წარმატებით იჭიდავეს მინსკში ჩატარებულ "ბელორუსის პრეზიდენტის სახელობის მსოფლიოს თასზე", რომელიც უმაღლესი კატეგორიის ტურნირია.

ჩვენებმა მინსკში 10 მედალი მოიპოვეს: 2 ოქრო და 4-4 ვერცხლ-ბრინჯაო. აქედან 1 ბრინჯაო ქალთა გუნდის მონაგარია, დანარჩენი კი ვაჟებმა დაისაკუთრეს.

სასიხარულოა, რომ ორ წონაში ქართული ფინალი გაიმართა: 100-ში დავით ლორიაშვილმა გიორგი კობაიძე დაამარცხა, მძიმეში კი ბექა ბერძენიშვილმა გიორგი ზაქარიაძეს მოუგო.

ვერცხლის მედლებს აგრეთვე დაეუფლნენ მინდია ლილუაშვილი (68) და პაატა ღვინიაშვილი (90), ხოლო მესამეპრიზიორები ვაჟებში ლერი ბედინაძე (57), კახა მამულაშვილი (74) და ამჯერად ზედა წონაში მოჭიდავე
ნიკოლოზ კუცია
(90) გახდნენ, ქალთა შორის კი ანალოგიური წარმატება მძიმეწონოსანმა ელენე ქებაძემ მოიპოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული