საქართველოს ჭაბუკი სამბისტები - ხუთი ოქრო და ევროპაში პირველები

AutoSharing Option
წლეულს, გაზაფხულზე, ჭაბუკმა სამბისტებმა ევროპის პირველობაზე ბუქარესტში გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს. 22-23 სექტემბერს კი ტალინში 15-16 წლის ჭაბუკებმა კადეტთა ევროპის პირველ ღია პირველობაზე გუნდური გამარჯვება იზეიმეს (მწვრთნელი ემინ რაში).

ესტონეთის დედაქალაქში ხუთი ოქროს, თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოვიპოვეთ. გუნდურ ჩათვლაში კი ჩვენების შემდეგ მეორე და მესამე ადგილებზე ბელორუსის და რუსეთის თანატოლები გავიდნენ.

ჩემპიონები გახდნენ: თორნიკე ნაგლიაშვილი (46კგ), ჯაბა ქურდიანი (50კგ), გიორგი მეტრეველი (60კგ), ირაკლი გოგია (78კგ) და დავით ოზბეთელაშვილი (84კგ). ვერცხლის მედალი მოიპოვა მიხეილ ახალაურმა (+84კგ), ბრინჯაო - ჯემალ
ბუჩუნტელმა (66კგ).


გაბრიელ ბარჯაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული