საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატისთვის საწვრთნელი შეკრება დუშეთში უკვე დაასრულა და დასკვნით ვარჯიშებს მინსკთან ახლოს, "სტაიკების" საწვრთნელ ბაზაზე გამართავს.
საქართველოს სამბისტთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით გამოვა:
ნუკრი ბერაია (52 კგ), უშანგი კუზანაშვილი (57 კგ), ლევან ქოჩიევი (62 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ), ბესარიონ ბერულავა (74 კგ), ნიკო კუცია (82 კგ), გიორგი ბაინდუროვი (90 კგ), მირიან პავლიაშვილი (100 კგ) და ნოდარ მეტრეველი (+
9 ნოემბერს მინსკში 52, 69, 90 კგ, 10 ნოემბერს 57, 74, 100 კგ, 11 ნოემბერს კი 62, 82, +100 კგ-ის წონითი კატეგორიის მოჭიდავეები იასპარეზებენ.
ჩვენი ქალი სამბისტები: შორენა შარაძე (64 კგ) და ირინე ლეონიძე (80 კგ) კი 10 ნოემბერს გამართავენ ორთაბრძოლებს.
გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"