მოიგო მეორე დივიზიონში, ძურიოში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელმაც (გაგამარუ), ვინც ნიშიგიკი იორიკირის ილეთით დაამარცხა. ქართველს 1-1 ბალანსი გაუხდა. გაგამარუ ახლა იამაგუჩის ხვდება.
II დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჩიონოკუნი-კაკურიუ (ჰიკიოტოში), ჰარუმაფუჯი-ენდო (ოშიდაში), ჰაკუჰო-იოშიკაძე (ჰატაკიკომი), კისენოსატო-ოკინოუმი (იორიკირი), ტაკაიასუ-გოეიდო (ცუკიდაში), ტამავაში-ტერუნოფუჯი (ოშიდაში), ტოჩინოშინი-არავაში (იორიკირი).
III დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი, ჰაკუჰო-ჩიოშომა, კისენოსატო-ჩიონოკუნი, კაკურიუ-ენდო, ტერუნოფუჯი-დაიეიშო, გოეიდო-იოშიკაძე, ტოჩინოშინი-იჩინოჯო.