სუმო. ნაცუ ბაშო. 14-28 მაისი: პირველი წაგება და მეორე გამარჯვება

AutoSharing Option
მე-10 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) "ზაფხულის ბაშოზე" პირველი მარცხი იგემა, მან იორიკირის ილეთით წააგო მონღოლ იჩინოჯოსთან. ქართველის ბალანსი 2-1-ია და მისი მორიგი მეტოქე მე-12 მაეგაშირა ურაა.

ძურიოს დივიზიონის მესამე ნომერმა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) იორიკირით იმარჯვა იამაგუჩისთან. ჩვენებურს 2-1 ბალანსი აქვს და ეგვიპტელ ოსუნაარაშის ხვდება.

III დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი (იორიკირი), ჰაკუჰო-ჩიოშომა (უვატენაგე), კისენოსატო-ჩიონოკუნი (ოშიდაში), კაკურიუ-ენდო (ჰიკიოტოში), ტერუნოფუჯი-დაიეიშო (იორიტაოში), იოშიკაძე-გოეიდო (ჰატაკიკომი), იჩინოჯო-ტოჩინოშინი (იორიკირი).

IV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ოკინოუმი, კისენოსატო-ენდო, კაკურიუ-იოშიკაძე, ჰარუმაფუჯი-ჩიონოკუნი, ტოჩინოშინი-ურა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული