სუმო. ნაცუ ბაშო. 14-28 მაისი: ლევან გორგაძე ლიდერთა კვალში

AutoSharing Option
იმისთვის, რომ აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) რეიტინგში წინ წაიწიოს, ზაფხულის ბაშოს დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან ერთი მაინც უნდა მოიგოს. ჩვენებურს მას მერე, რაც მიოგირიუ უვატენაგეს ილეთით დააგდო დოჰიოზე, 7-2 ბალანსი გაუხდა.

ახლა ტოჩინოშინის მეტოქე მე-13 მაეგაშირა დაიშომარუა. სუპერტურნირს ორი დიდი ჩემპიონი, ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი ლიდერობს დაუმარცხებლად.

მე-2 დივიზიონში მოასპარეზე გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ჩიოოსთან ჰიკიოტოშის ილეთით დამარცხდა. მას 5-4 ბალანსი აქვს. გაგამარუ ერთი დღე უმაღლეს დივიზიონში იჭიდავებს, მისი მეტოქე მე-14 მაეგაშირა ონოშო იქნება.

IX დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-ტამავაში (იორიკირი), ჰაკუჰო-აოიამა
(უვატედაშინაგე), ტოჩიოძანი-კისენოსატო (იორიკირი), ტერუნოფუჯი-გოეიდო (იორიკირი), ტოჩინოშინი-მიოგირიუ (უვატენაგე).

სატურნირო მდგომარეობა
9-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა);
8-1: ტაკაიასუ (სეკივაკე)... 7-2: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 10).

X დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტაკაიასუ, კისენოსატო-კოტოშოგიკუ, ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი, გოეიდო-ჩიოშომა, ტერუნოფუჯი-იოშიკაძე, ტოჩინოშინი-დაიშომარუ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული