თეიმურაზ ჯუღელს ბაშოზე მეტი წაგების უფლება აღარ აქვს

AutoSharing Option
ნაგოიას ბაშო ტრავმირებული ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) გარეშე გრძელდება. ლევანის მწვრთნელმა აღიარა, რომ მუხლის ტრავმის გამო ჩვენებური 2-3 ბაშოს გამოტოვებს და შესაძლოა, მე-3 დივიზიონამდეც დაქვეითდეს.

ლევან გორგაძე აქამდე შესაშური ჯანმრთელობით გამოირჩეოდა - 44 ბაშოს განმავლობაში ერთ ორთაბრძოლაზეც არ უთქვამს უარი!

თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) ერთადერთი ქართველია, რომელიც ნაგოიას დოჰიოზე დარჩა. შაბათს მან პირველი გამარჯვება იზეიმა - ფუჯიაზუმას აჯობა. სტარტზე ზედიზედ 6 მარცხის შემდეგ გაგამარუმ მძლავრი ოშიდაშით მოიგო ორთაბრძოლა.

ქართველის მომდევნო მეტოქე ტაკარაფუჯი იყო. სამწუხაროდ, ჩვენებური დამარცხდა და ახლა ბაშოზე მეტი წაგების უფლება
აღარ დარჩა. გაგამარუს 1-7 ბალანსი აქვს, მომდევნო მეტოქე იკიოია.

ნაგოიას ბაშოს დაუმარცხებელი დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო ლიდერობს (8-0). მონღოლს კვალში ბულგარელი ოძეკი კოტოოშუ და ბრაზილიელი რიგითი მაეგაშირა კაისეი უდგანან (7-1).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ცუდი ამბავი იაპონიიდან: ლევან გორგაძემ მძიმე ტრავმა მიიღო და საოპერაციოა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული