გაგამარუ სექტემბრის ბაშოზე მესამედ დამარცხდა

AutoSharing Option
სექტემბრის ბაშოს მეოთხე დღეს თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) მასუნოიამასთან წააგო - ქართველმა მე-9 მაეგაშირამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს, რომელიც მთელი ძალისხმევით აწვებოდა და თავი რკალიდან არ გააყვანინა, მაგრამ შემდეგ მასუნოიამამ ტაქტიკა შეცვალა და ჩვენებური დოჰიოს ცენტრში დაანარცხა.

203-კილოიანი ქართველის დასამარცხებლად მის მეტოქეს იმდენი ენერგია წაერთვა, რომ მოგებული ძლივსღა სუნთქავდა.

გაგამარუს ბალანსი 1-3 გახდა. მეხუთე დღეს გაგამარუ "პატარა ტანკ" ტაკეკაძეს დაუპირისპირდება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 6:3-ს უგებს.

IV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): აოიამა-ჰარუმაფუჯი (ოშიდაში), ჰაკუჰო-ოკინოუმი (იორიკირი), კოტოოშუ-მიოგირიუ (უვატენაგე), კისენოსატო-იკიოი (იორიკირი), ტოჩიოძანი-კაკურიუ (ოშიდაში), მასუნოიამა- გაგამარუ (უვატენაგე).

სატურნირო მდგომარეობა
4-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოოშუ (ოძეკი), კიოკუტენჰო (მაეგაშირა 6), იოშიკაძე (მ 8)... 1-3: გაგამარუ (მ 9).

V დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-აოიამა, ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ, კისენოსატო-ტაკარაფუჯი, კოტოშოგიკუ-იკიოი, კაკურიუ-შოჰოზანი, გოეიდო-კოტოოშუ, გაგამარუ-ტაკეკაძე.

ასევე იხილეთ:
გაგამარუს პირველი გამარჯვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული