გაგამარუმ უხერხულ მეტოქეს მოუგო

AutoSharing Option
სექტემბრის ბაშოს მე-6 დღეს თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) მეორე გამარჯვება იზეიმა. არადა, მას ძალზე უხერხული მეტოქე ჰყავდა - ტოიონოშიმა, ვისაც აქამდე 6-ჯერ შეხვდა და ამდენჯერ დამარცხდა.

ბრძოლის განმავლობაში გაგამარუ კიდიდან კიდემდე დასდევდა შედარებით მოხერხებულ იაპონელს და მის გადაგდებას ცდილობდა დოჰიოდან, ბოლოსდაბოლოს ეს მას გამოუვიდა.

გაგამარუს ბალანსი 2-4-ია. ახლა ის ვეტერან ვაკანოსატოს ხვდება. წესით და რიგით, უნდა მოიგოს კიდევაც. ჯერ ერთი, ურთიერთშეხვედრებში 6-1-ს უგებს. მეორეც, ვაკანოსატომ ბაშოზე ექვსივე ორთაბრძოლა დათმო.

VI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი (იორიკირი), ჰაკუჰო-ტოჩიოძანი (ტოტარი), კაკურიუ-გოიედო (სუკუინაგე), კოტოშოგიკუ-ტაკაიასუ (იორიკირი),
შოჰოზანი-კოტოოშუ (ოშიდაში), კისენოსატო-აოიამა (ოშიტაოში), გაგამარუ-ტოიონოშიმა (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
6-0
: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
5-1: კოტოშოგიკუ (ოძეკი), კისენოსატო (ოძეკი), კაკურიუ (ოძეკი), ამინიშიკი (მაეგაშირა 5), კიოკუტენჰო (მ 6), იოშიკაძე (მ 8)... 2-4: გაგამარუ (მ 9).

VII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ჩიოტაირიუ, ჰარუმაფუჯი-ტოიოჰიბიკი, კოტოშოგიკუ-ტოჩიოძანი, კოტოოშუ-ტაკაიასუ, კისენოსატო-მიოგირიუ, გაგამარუ-ვაკანოსატო.

ასევე იხილეთ:
1-4: გაგამარუს ცუდი მესამედი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული