გაგამარუს წაგების უფლება აღარ აქვს

AutoSharing Option
შემოდგომის ბაშოზე ელიტის ერთადერთ ქართველს, თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) წაგების უფლება აღარ აქვს, თუკი რეიტინგში დაქვეითება არ სურს.

გაგამარუმ ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია. ამჯერად მას მონღოლმა ტოკიტენკუმ აჯობა, რომელმაც ცაციით ჩვენებურის მავაში იგდო ხელთ, შემდეგ ხელი "გაუთიშა" და დოჰიოს ცენტრში ილეთით (უვატედაშინაგე) დააგდო.

გაგამარუს 5-7 ბალანსი აქვს. მისი მომდევნო მეტოქე ტენკაიჰოა, მე-12 მაეგაშირა, რომელიც საკმაოდ კარგად ასპარეზობს სექტემბრის ბაშოზე (7-5), თუმცა ქართველთან ურთიერთშეხვედრებში ჯერჯერობით აგებს - 0:1.

XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კისენოსატო-ჰარუმაფუჯი (უვატენაგე), ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (ცუკიდაში), კაკურიუ-ტოიოჰიბიკი (ოშიდაშI), გოეიდო-ამინიშიკი (იორიკირი), ტოკიტენკუ-გაგამარუ (უვატედაშინაგე).

სატურნირო მდგომარეობა
11-1
: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
... 5-7: გაგამარუ (მაეგაშირა 9).

XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კაკურიუ, ჰარუმაფუჯი-კოტოშოგიკუ, კისენოსატო-გოეიდო, მიოგირიუ-აოიამა, გაგამარუ-ტენკაიჰო.

ასევე იხილეთ:
გაგამარუს მარცხი "მონღოლ არწივთან"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული