გაგამარუმ ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია. ამჯერად მას მონღოლმა ტოკიტენკუმ აჯობა, რომელმაც ცაციით ჩვენებურის მავაში იგდო ხელთ, შემდეგ ხელი "გაუთიშა" და დოჰიოს ცენტრში ილეთით (უვატედაშინაგე) დააგდო.
გაგამარუს 5-7 ბალანსი აქვს. მისი მომდევნო მეტოქე ტენკაიჰოა, მე-12 მაეგაშირა, რომელიც საკმაოდ კარგად ასპარეზობს სექტემბრის ბაშოზე (7-5), თუმცა ქართველთან ურთიერთშეხვედრებში ჯერჯერობით აგებს - 0:1.
XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კისენოსატო-ჰარუმაფუჯი (უვატენაგე), ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (ცუკიდაში), კაკურიუ-ტოიოჰიბიკი (ოშიდაშI), გოეიდო-ამინიშიკი (იორიკირი), ტოკიტენკუ-გაგამარუ (უვატედაშინაგე).
11-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
... 5-7: გაგამარუ (მაეგაშირა 9).
XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კაკურიუ, ჰარუმაფუჯი-კოტოშოგიკუ, კისენოსატო-გოეიდო, მიოგირიუ-აოიამა, გაგამარუ-ტენკაიჰო.
ასევე იხილეთ:
გაგამარუს მარცხი "მონღოლ არწივთან"