სუმო. ჰაცუ ბაშო. 10-24 იანვარი: ლევან გორგაძეს ტიტული წაართვეს!

AutoSharing Option
ყველაფერი ბოლოსწინა დღეს გადაწყდა, როცა ერთმანეთის პირისპირ დასავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და გამოცდლი ამინიშიკი დადგნენ. ჩვენებურმა იმარჯვა, რაც მსაჯმაც აღნიშნა, მაგრამ გვერდითმა მსაჯებმა სხვაგვარად განსაჯეს, თითქოს, ქართველის ფეხი დოხიოს მანამდე შეეხო, სანამ ტოჩინოშინი დოჰიოდან მოისროლებდა იაპონელს.

მოგების შემთხვევაში, ქართველი 7-7 ბალანსს აგროვებდა და სეკივაკე იოშიკაძესთან საბრძოლველად გავიდოდა, ვისაც ასევე 7-7 ბალანსი ჰქონდა.

გამარჯვების შემთხვევაში კი გორგაძე სეკივაკე გახდებოდა. ახლა კი (ლევანმა ბოლო ბრძოლა, რომელსაც აზრი აღარ ჰქონდა, დათმო) ქართველი სუმოისტი კომუსუბის ტიტულსაც უნდა გამოეთხოვოს.

უარყოფითი ბალანსი ბოლო დღეს გაიფორმა
მე-9 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც შოდაისთან დათმო ორთაბრძოლა და ახალი წლის ბაშო 7-8 ბალანსით დაასრულა.

იმპერატორის თასი, როგორც იქნა, იაპონელმა მოიგო, ეს ოძეკი კოტოშოგიკუმ შეძლო 14-1 ბალანსით.

ჩემპიონი: კოტოშოგიკუ (ოძეკი) - 14-1
ძურიოს ჩემპიონი: ჰიდენოუმი (ძ 2) - 11-4
მაკუშიტას ჩემპიონი: ტოჩიმარუ (მ 13) - 6-1
ბრწყინვალე ასპარეზობა: ტოიონოშიმა (მ 7)
მებრძოლი სული: შოდაი (მ 12)
ტექნიკური რიკიში: არავინ

საბოლოო მდგომარეობა
14-1: კოტოშოგიკუ (ოძეკი)
12-3: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), ტოიონოშიმა (მაეგაშირა 7)
11-4: ტაკაიასუ (მ 8)
10-5: კაკურიუ (იოკოძუნა), ოკინოუმი (მ 6), შოდაი (მ 12), ტაკეკაძე (მ 13)... 7-8: გაგამარუ (მ 9)... 6-9: ტოჩინოშინი (კომუსუბი).
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ კადრიდან არ ჩანს, მაგრამ წინა კადრიდან, ჩემის აზრით, ცალსახად ირკვევა, რომ ამინისიკიმ ქუსლი უფრო ადრე შეახო თიხას, ვიდრე ტოჩინოშინმა–– ტერფი. თქვენი სისტემა, სამწუხროდ, არ იძლევა საშუალებას, ამოგიტვირთოთ ეს კადრი. თუ მართალი ვარ, მაშინ ეს მსაჯთა შეცდომას გავს, რაც მეტად სამწუხაროა. ყოველ შემთხვევაში, ტოჩინომ, ფაქტობრივად გაიმარჯვა ამ შემთხვევაში დი, დიდი ალბათობით, შემდეგსაც მოიგებდა, მოტივიციის შემთხვევაში. ისე კი –– ბედი არ წყალობს. სექტემბერში +5–ით დაამთავრა კომოსუბიმ და სეკივაკობა მაინც არ ეღირსა. არა უშავს, ჩვენო საყვარელო ტოჩინო, ჩვენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული და, იმედია, მალე გიხილავთ სეკივაკეს რანგში. დარანჩენზე –– მერე ვისაუბროთ!
ნოდარი
14:03 25-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული