მოგების შემთხვევაში, ქართველი 7-7 ბალანსს აგროვებდა და სეკივაკე იოშიკაძესთან საბრძოლველად გავიდოდა, ვისაც ასევე 7-7 ბალანსი ჰქონდა.
გამარჯვების შემთხვევაში კი გორგაძე სეკივაკე გახდებოდა. ახლა კი (ლევანმა ბოლო ბრძოლა, რომელსაც აზრი აღარ ჰქონდა, დათმო) ქართველი სუმოისტი კომუსუბის ტიტულსაც უნდა გამოეთხოვოს.
უარყოფითი ბალანსი ბოლო დღეს გაიფორმა
იმპერატორის თასი, როგორც იქნა, იაპონელმა მოიგო, ეს ოძეკი კოტოშოგიკუმ შეძლო 14-1 ბალანსით.
ჩემპიონი: კოტოშოგიკუ (ოძეკი) - 14-1
ძურიოს ჩემპიონი: ჰიდენოუმი (ძ 2) - 11-4
მაკუშიტას ჩემპიონი: ტოჩიმარუ (მ 13) - 6-1
ბრწყინვალე ასპარეზობა: ტოიონოშიმა (მ 7)
მებრძოლი სული: შოდაი (მ 12)
ტექნიკური რიკიში: არავინ
საბოლოო მდგომარეობა
14-1: კოტოშოგიკუ (ოძეკი)
12-3: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), ტოიონოშიმა (მაეგაშირა 7)
11-4: ტაკაიასუ (მ 8)
10-5: კაკურიუ (იოკოძუნა), ოკინოუმი (მ 6), შოდაი (მ 12), ტაკეკაძე (მ 13)... 7-8: გაგამარუ (მ 9)... 6-9: ტოჩინოშინი (კომუსუბი).