მე-6 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) 10-5 ბალანსით დაასრულა ასპარეზობა და ის გვარიანად წაიწევს რეიტინგში. ჩვენებურმა განსაკუთრებით კარგად იასპარეზა ბაშოს მეორე ნახევარში, როცა 7 ორთაბრძოლიდან მხოლოდ ერთი დათმო და ისიც თანამემამულესთან. ამ ბაშოზე ყველაზე დიდი ორთაბრძოლა მან ოძეკი კისენოსატოს მოუგო. ჩვენებურს აქვს შანსი, კომუსუბის ტიტული დაიბრუნოს, თუმცა ყველაფერი დეკემბერში გადაწყდება, როცა ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდება.
მე-16 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) რეალურად ბოლოსწინა დღეს გადარჩა ელიტიდან გავარდნას, როცა თანამემამულე
14-1 ბალანსით ბაშო დიდმა ჩემპიონმა კაკურიუმ მოიგო. ეს მისი მესამე იმპერატორის თასია კარიერაში.