U23. ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილმა ტიტული შეინარჩუნა

AutoSharing Option
29 მარტს, უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში გამართულ 23 წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ სამი მედალი მოიპოვა.

ტურნირის მეორე დღეს ჩემპიონობა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ბელორუს ვიტალი პიასკიანს სუფთად მოუგო და ტიტული შეინარჩუნა.

ბრინჯაოს პრიზიორები კი მირზა სხულუხია (70) და შოთა ფარტენაძე (61) გახდნენ. სხულუხიამ მედლისთვის შეხვედრაში 9-5 მოუგო ბელორუს სურკო რაშიტიანაუს, ხოლო ფარტენაძემ უკრაინელ ივან ბელეიჩუკს ანგარიშით 8-0 სძლია.

დღესვე, საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა ჩვენი კიდევ ერთი მონაწილე - ირაკლი მწითური (86).

ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე გამოსვლა 3-3 ოქროს და ბრინჯაოს მედლებით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ევროპის ჩემპიონები ავთანდილ კენჭაძე და გივი მაჭარაშვილი გახდნენ, ივერიკო ჯულაყიძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

- U23. ევროპის ჩემპიონატი: ჩინებული სტარტი - 2 ოქრო და 1 ბრინჯაო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული