ევროპის ჩემპიონატი: მარსაგიშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
დღეს, 2 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დაწყებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებიდან ასპარეზობაში ოთარ გოგავა (57) და დავით მარსაგიშვილი (86) ჩაებნენ.

მათგან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი მარსაგიშვილი აგრძელებს, რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში უნგრელ ისტვან ვერებს დაუპირისპირდება.

ჩემპიონატზე ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 სთ-იდან დაიწყება, შეხვედრების ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეიძლება.

მარსაგიშვილი ჩემპიონატის ნახევარფინალში რუს დაურენ კურუგლიევთან ბოლო წამებზე დასანანი შეცდომის გამო დამარცხდა (2-4), მანამდე კი მოლდოველ დენის ბალაურს (11-6) და ფინელ ტაპანი
ჰეინოს (7-1) გაუსწორდა.

დებიუტანტმა გოგავამ სასტარტო შეხვედრა დათმო ისრაელის წარმომადგენელ იური ჰოლუბთან (0-10).
მკითხველის კომენტარები / 16 /
გოგავა რა კაცია, მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა :) :)
fraternity
16:12 02-05-2017
0
მეგრელი და ჭიდაობა?!
kaxeli
16:59 02-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული