მსოფლიოს ჩემპიონატი გივი მაჭარაშვილის ბრინჯაოთი დავხურეთ

AutoSharing Option
სერბეთში, ჭაბუკთა მსოფლიოს პირველობაზე 25 აგვისტოს საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვა - გივი მაჭარაშვილი 100 კილოგრამში მესამეზე გავიდა, რითაც ევროპის პირველობაზე წაგება ნაწილობრივ გამოისყიდა.

ჩვენებურმა იოლად მოიგო პირველი შეხვედრა ლიტველ დენის ნედობორთან - 8:0 და წმინდა მოგება პირველივე პერიოდში.

სამაგიეროდ, მეორე პაექრობა ასევე სუფთად დათმო რუსთა მომავალ ჩემპიონ ზნაურ კოჩიევთან დამარცხდა - 0:6.

მაჭარაშვილი დამამშვიდებელში იოლად გაუსწორდა ჯერ ინდოელ გურსევაკ სინგჰს - 3:0; 5:3, ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლაში სომეხი მერუჯან ნიკოიანი 1:0; 5:0 დაჯაბნა.

სამწუხაროდ, კვირას მოასპარეზე დანარჩენი ქართველები პირველივე
წრიდან გამოვარდნენ - გიორგი ყაზარაშვილმა (54) ინდოელ რავი კუმარისთან წააგო, ედუარდ ნიკოლიშვილმა (63) - ირანელ ალი ესმაილპურჯოუბარისთან, გიორგი გიორგობიანმა (76) - უკრაინელ ევროპის წლევანდელ ვიცე-ჩემპიონ ბოგდან პოპკოვთან.

ამდენად, მსოფლიოს ჩემპიონატი ჩვენმა ნაკრებმა 3 მედლით დაასრულა - 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ვიცე-ჩემპიონი რამაზ ზოიძე (58) გახდა, ირაკლი მხეიძე (50) კი, მაჭარაშვილის მსგავსად, მესამეზე გავიდა.

ასევე იხილეთ:
ქართველმა ჭაბუკებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ვერცხლ-ბრინჯაოთი დაიწყეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული