გენო პეტრიაშვილს მსოფლიოს ჩემპიონის მედალიც ჩამოართვეს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე მძიმეწონოსან (120 კგ) გენო პეტრიაშვილს დოპინგ-ტესტის ჩაფლავების გამო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს.

ამის შესახებ კანადის ჭიდაობის ფედერაციის ოფიციალური საიტი იტყობინება.

საქმე იმაშია, რომ ზაფხულში ზაგრებში, ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში პეტრიაშვილმა ფინალში კანადელი მოჭიდავე ამარ დესი დაამარცხა. კანადის ჭიდაობის ფედერაციას ფილამ შეატყობინა, რომ პეტრიაშვილს მსოფლიოს ჩემპიონის მედალი ჩამოერთვა და ის კანადელთა ფალავანს გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში გამართული პირველობის შემდეგ გენო პეტრიაშვილმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო, რისთვისაც 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ახლა ამას მედლის ჩამორთმევაც მოჰყვა.

ასევე იხილეთ:
გენო პეტრიაშვილი დოპინგზე ჩავარდა, მაგრამ გადარჩა

მკითხველის კომენტარები / 7 /
ისიც(მედალი) დავკარგეო.სურამელი იაკოფაც მომკვდარაო.არც ატმიკურკიტოლას(მედალს) მოგცემთ და არც ჭერმიკურკიტოლასო.თვითონაც დალიოს და დამეჭიდოს მემრეოოოო.
kola
17:57 26-11-2014
0
გენო, მაინც მგონია რომ დიდი მომავალი გაქვს. შეცდომები აღარ დაუშვა, თავდაუზოგავად ივარჯიშე და გამარჯვებებიც არ დააყოვნებს. გგულშემატკივრობთ.
სიმონი
23:11 26-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული