ლუკა კურტანიძემ უფლებამოსილება ვიცე-პრეზიდენტს გადააბარა

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ პრესკონფერენცია გამართა.

კურტანიძემ პრეზიდიუმს შემდეგი მოდელი შესთავაზა - თავად უფლებამოსილებას აბარებს ვიცე-პრეზიდენტს, ედიშერ მაჩაიძეს, ხოლო 26 თებერვალს დაინიშნოს საანგარიშო ყრილობა. ამასთან ერთად, 26 თებერვალს შესაძლოა ჩატარდეს საარჩევნო ყრილობა, რაც უკვე, კურტანიძის თქმით, იურისტების გადასაწყვეტია.

გავაკეთებთ განმარტებას: კურტანიძემ ეს იდეა მიაწოდა პრეზიდიუმს და თავად პრეზიდიუმის გადასაწყვეტი იქნება, მიიღებს თუ არა ამ შეთავაზებას.

ხოლო, რაც შეეხება კურტანიძეს, მან უკვე გადააბარა უფლებამოსილება ედიშერ მაჩაიძეს და თავად სიმბოლურად რჩება ფედერაციის პრეზიდენტად, რადგან გადაწყვეტილების მიმღები უკვე მაჩაიძე იქნება.

აქვე
გეტყვით, რომ ამ დროისთვის პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
რატომ მიეცი ლუკა ამ ნაცისტებს მოედანი? იმისთვის რომ ბიუჯეტიდან ფულები ჭამონ და 2016 წელს არჩევნებში ცოცხის ტარებით გამოეკიდონ ისევ ქართველებს ეგ კუნთმაგრები და გონება ჩლუნგები???
რატომ?
11:07 02-12-2014
0
ლუკა გაძლიერდი. შენ შენი ავტორიტეტი გაქვს, ჩვენი უბრალო ხალხის სიყვარული გაქვს. ერთადერთი ღირსეული კაცი ხარ ვისაც დაგვიძახებ და გამოგყვებით. ნაცი და ქოცი არ ვიცი მაგრამ შენ შენი რევოლუცია უკვე გააკეთე - კაცობის რევოლუცია
არაზი
11:42 02-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული