ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: ამით არ დავკმაყოფილდები - ქართველები მაქსიმალისტები ვართ!

AutoSharing Option
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის გამარჯვებულმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ამასთან, ხინჩეგაშვილმა საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად სიმბოლურ საჩუქარს უსახსოვრებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან.

მკითხველი:
- პირველ რიგში, გილოცავ და მივულოცავ შენს ამ წარმატემას ლადო შენ და მთელს საქართველოს. ის დანაკლისი და გულისწყვეტა, რაც შენ და ჩვენ გვქონდა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალში, კანონზომიერება აღსდგა ღმერთის დახმარებით და მადლობა ამ ყველაფრისათვის შენ პირველ რიგში. ახლა კითხვას რაცშეეხება... 2 ევროპა, 1 მსოფლიო, 1 ოლიმპიადა. 25
წლის ასაკში... ტოკიოს ოლიმპიადის სტარტზე, ვფიქრობ, შენ იქნები იმ სტადიაზე, რომ საშუალება გექნება გააუმჯობესო ლეგენდარული ლევან თედიაშვილის სპორტული შედეგი. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის სპორტული მოტივაცია ტიტულის მოპოვების და ხომ შეგვპირდები, რომ არ დაკმაყოფილდები ერთხელ მოპოვებული უმაღლესი სინჯის მედლით?

- ცხადია, ამით არ დავკმაყოფილდები. ქართველები მაქსიმალისტები ვართ და მეც, როგორც ქართველი, კიდევ არაერთ გამარჯვებას ვეცდები.

სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა აქ შეგიძლიათ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
მკითხველის კომენტარები / 2 /
გენაცვალე, ლადო, შე მაგარო კაცო! აბა შენ იცი, შენი იმედი გვექნება და ღმერთმა ხელი მოგიმართოს!
გიგლია
17 სექტემბერი 2016 23:57
0

ყ ო ჩ ა ღ ხინჩეგაშვილო!
მინიმუმ მე-2 ოლიმპიური ოქრო!
glaxuna
16 სექტემბერი 2016 18:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული