რას პასუხობს ხინჩეგაშვილი კრიტიკოსებს სააკაშვილთან გადაღებული ვიდეოს გამო

AutoSharing Option
ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი სკანდალში გაეხვა. ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე სპორტსმენთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ოდესაში, რთველის დროს არის გადაღებული. ვიდეოს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

- მიშა სააკაშვილი და ლადო ხინჩეგაშვილი რთველში უკრაინელ ლამაზმანებთან ერთად [VIDEO]

ითქვა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან სტუმრად ჩავიდა.

როგორც გაირკვა, რეალურად, ლადო ხინჩეგაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შემთხვევით აღმოჩნდა. თბილისში დაბრუნებულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა Ambebi.ge-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

- როგორ მოხვდით უკრაინაში?
- როგორც იცით, ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად ვემზადებოდი ოლიმპიადისთვის. ამიტომ გადავწყვიტე,
დასასვენებლად სხვა ქვეყანაში წავსულიყავი. წავედი უკრაინაში, სადაც ჩემი მეგობრები ცხოვრობენ. სწორედ მათთან ჩავედი სტუმრად კიევში. იქ გავიგე, რომ ოდესაში ერთ-ერთი გრანდიოზული კლუბის გახსნა იყო, სადაც მეგობრებთან ერთად წავედი.

- ოდესაში შეხვდით მიხეილ სააკაშვილს?
- ოდესაში სავახშმოდ ერთ-ერთ რესტორანში ვიყავით. იქ მოვიდა ბატონი მიხეილ სააკაშვილი. ის ჩემი მეგობრების ნაცნობია. როდესაც დამინახა, წარმატება მომილოცა და შემოგვიერთდა. მისი მოსვლა რესტორანში ჩემთვის მოულოდნელი იყო. ვიცოდი, რომ იმ დროს ის საერთოდ არ იმყოფებოდა ოდესაში.

იხილეთ ვიდეო: რას პასუხობს ლადო ხინჩეგაშვილი კრიტიკოსებს მიშა სააკაშვილთან გადაღებული ვიდეოს გამო

- რთველში როგორ აღმოჩნდით?
- სანამ კიევში დავბრუნდებოდი, ყველანი ერთად აღმოვჩნდით რთველში. ვენახების მფლობელი ფრანგი მეღვინეა. იქ ქართული ჯიშის ღვინოს აწარმოებენ. ჩემთვის ეს სასიამოვნო იყო და საკუთარი წვლილი შევიტანე ყურძნის დაწურვაში. ჩემი სტუმრობა თავადაც ძალიან გაეხარდათ. იქ იყო მიხეილ სააკაშვილი, ის ერთ-ერთ არხს აძლევდა ინტერვიუს. დამიძახა და მითხრა, რომ მის გვერდით დავმდგარიყავი, ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ერთად ვისაუბროთო. მან იქვე აღნიშნა, რომ ეს არ არის პოლიტიკური ვიდეო. ვიდეოს სრული ვერსია არ გამოქვეყნდა, უბრალოდ, ის ნაწილი დაიდო, რაც დაიდო. სამწუხაროდ, ხალხმა ეს ყველაფერი ნეგატიურად მიიღო. მივმართავ იმ ხალხს, ვინც სოციალურ ქსელში გამაკრიტიკა, ნუ გააკეთებენ დასკვნებს, სანამ რეალურად არ გაიგებენ, რა მოხდა. მე ვხვდები, თუ რატომ მაკრიტიკებს ხალხი, მაგრამ არგუმენტირებულად უნდა გააკრიტიკო... თავის სამართლებელი არაფერი მაქვს, უბრალოდ, მათი მხრიდან ლამაზი არ იყო ჩემი გამოყენება.

- როდემდე აპირებდით კიევში დარჩენას და რატომ დაბრუნდით ასე ადრე?
- 6 ოქტომბრამდე ვრჩებოდი კიევში, მაგრამ ეს ამბები რომ ატყდა, გადავწყვიტე, საქართველოში დავბრუნებულიყავი იმ ხალხთან, ვინც იცის, მე რაზე ვარ ხელის მომწერი. ვინც გვერდით მიდგას, მათთან დავბრუნდი. მე არასდროს ჩავრეულვარ პოლიტიკაში, არც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ვარ და არც სხვა პარტიის. მე ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი ვარ.

თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 30 /
ბიძო გყავთ მაგარი კაცი
rati
04 ოქტომბერი 2016 14:10
0
ვინ მოკლა კოდორის(2007წელს)ოპერაციის მონაწილე სპეცრაზმელები?ვინ გადასცა რუსეთის სპეცსამსახურებს შსს–ს თანამშრომლების საიდუმლო სია?...უფრო დიდი დანაშაული ქვეყნის ,სახელმწიფოს წინაშე არ არსებობს!
qutaiseli-s
04 ოქტომბერი 2016 13:56
0
გრუზლანდია ვართ კიდევ 1-ელ დამტკიცდა.

არაფერი არ ჭირს ლადოს თქვენთან დასამტკიცებელი.
giga
04 ოქტომბერი 2016 13:49
0
ბიჭო კაცი იძახის ამის აფიშირება არ იყო ლამაზი მისი მხრიდანო და ესეიგი თვითონ მიხვდა რო გამოიყენა არაკაცურად და არაკაცთან შეხვედრა რა საამაყოა ერთი ეს ვერ გავიგე.ქართველობას კიდე ამის შეხვედრა მთელ სანაცეთთანაც ვერაფერს დააკლებს. ხალხის უდიდესმა უმრავლესობამ დიდი ხანია ზურგი აქცია ამ პოლიტიკურ გვამებს ასე რო ყველას თავის გზა აქ. მეთუ მკითხავ საერთოდაც არ ჭირდებოდა ახსნა განმარტებების მიცემა თუ მიშასავით აზროვნებს არც მაგისთვის მოკლავს ვინმე ოხრად არიან ქვეყანაში ეგრე მოაზროვნეები მარა არავინ მოუკლავთ და რაც შეეხება ზიზღს მათ მიმართ ხალს ამის მიზეზი აქვს და მიტომაც ეზიზღებათ სანაცეთი ესარი და ეს.
qutaiseli
04 ოქტომბერი 2016 13:36
0
ამას ეძახით ქვეყანა თავისუფალიაო და ა.შ. მიშას დროს გასაგებია ტერორი იყო, მაგრამ ახლა ჩუმი და სინაზეშეპარული ტოტალური ტერორიც არის და ცენზურაც. ფუ თქვენი ნაგავი ყველაფერიც, წათრეული ნაცბანდისაც და ახლანდელი ქოცჯოგისაც. წარმოდგენაც კი არ გაქვთ როგორ ეზიზღებით ორივე, ქვეყნის ჩვეულებრივ მოსახლეობას.
.........
04 ოქტომბერი 2016 13:22
0
ვისი რა საქმეა,ვის შეხვდება ლადო?!..თქვენ ვის ხვდებით ცხოვრებაში ,პასუხი უნდა მოგეთხოვოთ?!..და ბიძინას ფულებს ,,ლაქუცობით,,,ბიუჯეტის ფულებს უსაქმურობით, რომ ჭამთ პასუხი არ უნდა მოგეთხოვოთ?
...ვიღაცისტებს
04 ოქტომბერი 2016 13:20
0
oeeeee ....... ადამიანს ნორმალურად როგორ უნდა მიმართო შენთვის არ უსწავლებიათ? საქართველოს მტრები შენ და შენნაირები ხართ,ახალგაზრდა კაცს მიღწეულის მაგივრად ასეთ ენით რომ ელაპარაკებით.კაცმა ამდენი იშრომა,ოლიმპიური მედალი მოუტანა თავის ქვეყანას და ეს ფაქტი შენთვის და შენნაირებისათვის არაფერს ნიშნავს? იქნებ შენ და xox-მა აგვიხსნათ,თქვენ რა არგეთ ამ ქვეყანას,ეგ ქოცატყუილა ენები რომ გადმოგიგდიათ?
oeeeee-s
04 ოქტომბერი 2016 13:15
0
მიშას გაუმარჯოს მიშას!!!
MARADONA
04 ოქტომბერი 2016 13:14
0
რა დაგავალა შიზომ როგორც შენს უფროს ზოგიერთ მეგობარს ავალებდა ის ხომ არა როცა ეგზიტპოლს არ დაემთხვევა ხალხის არჩევანი ნიღაბაფარებული ხალხის რბევა ხომ არა შემთხვევით?
rati
04 ოქტომბერი 2016 13:04
0
ლადო! არ უსმინო ამ ორფეხიან,მდაბიო არსებებს.ესენი არიან უწიგნური, ცხოვრებაში შეუმდგარი ადამიანები,რომლებიც შენი და შენნაირების დონეს ვერასოდეს მიაღწევენ,ამიტომ მათი ერთადერთი საშუალებაა ძირს დაგცენ და თავად დავარდნილები ამგვარად გაგითანაბრდნენ.ამათ გინდ წინ დაუდო გინდ უკან,მაინც ვერაფერს შეაგნებინენ.მიშასაც შეხვდი,ბიძინასაც,პეტრესაც და პავლესაც.მთავარია,გულით გიყვარდეს სამშობლო და შენი ხალხი.დარწმუნებული ვარ ასეც არის!
kibo
04 ოქტომბერი 2016 13:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული