ქალთა შორის მოკლე პროგრამაში იასპარეზა ელენე გედევანიშვილმა, რომელმაც 54,78 ქულა აიღო. საბოლოოდ, ეს შედეგი ქართველს 37 მონაწილეს შორის მე-7 ადგილის დასაკავებლად ეყო.
თავისუფალ პროგრამაში ბრძოლას 24 საუკეთესო სპორტსმენი გააგრძელებს.
ჩემპიონატს 15 წლის რუსი ადელინა სოტნიკოვა ლიდერობს 70,73 ქულით.
ქალთა შორის თავისუფალი პროგრამა 17 იანვარს გაიმართება.