მე-16 ადგილზე, მოკლე პროგრამის შემდეგ

AutoSharing Option

გუშინ ბერნში, ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ქართულმა წყვილმა (ელისონ რიდი, ოთარ ჯაფარიძე) მოკლე პროგრამაში იასპარეზა. პირველი დისციპლინის შემდეგ ელისონი და ოთარი მე-16 ადგილზე არიან, რაც, საერთო ჯამში, ურიგო შედეგი არ არის.

 

ჩვენებურები ყინულზე მეოთხენი გავიდნენ და მათ მსაჯებისგან 46,86 ქულა დაიმსახურეს. ქართველებმა უფრო კარგი შეფასებები ტექნიკურ სეგმენტში მიიღეს, ვიდრე პროგრამულში, თანაც მათ ერთი ქულა ჩამოაკლდათ.

 

პირველი დღის შემდეგ რიდისა და ჯაფარიძის წყვილმა ერთბაშად ხუთ დუეტს (ესპანელები, ბრიტანელები, შვეიცარიელები, ებრაელები და ესტონელები) აჯობეს. მოკლე პროგრამის შემდეგ ყინულზე ცეკვებში ფრანგები, ნატალი პეშალა და ფაბიან

ბურტაზი  66,91 ქულით ლიდერობენ. ნებისმიერი პროგრამა ყინულზე ცეკვებში 28 იანვარს გაიმართება. ამავე დღეს დაიწყებს ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი ელენე გედევანიშვილი.

 

 

 

.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული