სამთო თხილამურები: ჰირშერმა დუბლით დაასრულა

AutoSharing Option
გუშინ, სანკტ მორიტცში მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა. ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა ზედიზედ მეორე სტარტის მოგება შეძლო.

ორი დღით ადრე, მან ოქრო მოიპოვა გიგანტურ სლალომში, ახლა კი სპეციალურ სლალომში გაიმარჯვა დამაჯერებლად. ორი ცდის ჯამში, ჰირშერმა ერთი წუთი და 34.75 წამი აჩვენა და 0.68 წამით გაუსწრო ავსტრიელ მანუელ ფიოლერს. ბრინჯაო გერმანელ მანუელ ნოიროიტერს (+0.93) ერგო.

ჰირშერი მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი გახდა, თან ამ მოგებით მან გუნდური პირველი ადგილი მოუტანა ავსტრიის ნაკრებს.

ყველა ჩემპიონი
კაცები
სწრაფდაშვება - ბიტ ფოიცი (შვეიცარია)
სუპერ-გიგანტი - ერიკ
გუეი (კანადა)
გიგანტური სლალომი - მარსელ ჰირშერი (ავსტრია)
სლალომი - მარსელ ჰირშერი (ავსტრია)
კომბინაცია - ლუკა აერნი (შვეიცარია)

ქალები
სწრაფდაშვება - ილკა შტუჰეცი (სლოვენია)
სუპერ-გიგანტი - ნიკოლ შმიდჰოფერი (ავსტრია)
გიგანტური სლალომი - ტესა ვორლი (საფრანგეთი)
სლალომი - მიკაელა შიფრინი (აშშ)
კომბინაცია - ვენდი ჰოლდენერი (შვეიცარია)
მიქსი

გუნდური - საფრანგეთი
მედლების ცხრილი
1. ავსტრია 3 4 2 9
2. შვეიცარია 3 2 2 7
3. საფრანგეთი 2 0 0 2
4. კანადა 1 1 1 3
4. აშშ 1 1 1 3
6. სლოვენია 1 0 0 1
7. ნორვეგია 0 1 1 2
8. ლიხტენშტაინი 0 1 0 1
8. სლოვაკეთი 0 1 0 1
10. შვედეთი 0 0 2 2
11. გერმანია 0 0 1 1
11. იტალია 0 0 1 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული