აქ ორი მთავარი ფავორიტი იყო: სლალომის სპეციალისტი, ავსტრიელი მარსელ ჰირშერი, რომელიც მსოფლიოს თასის მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ლიდერია და ნორვეგიელი ჩეტილ იანსრუდი, რომელიც ლიდერობს ამ სეზონში სწრაფდაშვების ჩათვლაში.
სწრაფდაშვების შემდეგ 23 წლის ჰირშერის ამბიციები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან მას მხოლოდ 31-ე დრო ჰქონდა, მაგრამ ავსტრიელმა ბრწყინვალედ გაიარა სლალომის
იანსრუდი მაინც კმაყოფილი უნდა იყოს თავისი გამოსვლით, რადგან კარიერაში პირველი მედალი მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატზე. რაც შეეხება ლიგეტის, ის ელოდება თავის საყვარელ დისციპლინას - გიგანტურ სლალომს, სადაც მთავარ ფავორიტად არის მონათლული.
სუპერკომბინაცია
1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 2:36.10; 2. ჩეტილ იანსრუდი (ნორ) - +0.19; 3. ტედ ლიგეტი (აშშ) - +0.30; 4. რომედ ბაუმანი (ავსტრია) - +0.38; 5. ალექსის პინტურო (საფ) - +0.41; 6. კარლო იანკა (შვეიც) - +0.70; 7. ანდრეას რომარი (ფინ) - +0.83; 8. აამოდ ალექსანდრ კილდე (ნორ) - +0.86; 9. ტომა მერმიიო-ბლონდენი (საფ) - +0.89; 10. დომინიკ პარისი (იტა) - +1.03...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"