ბენიაიძე და აბრამაშვილი გიგანტურ სლალომში ასპარეზობას გამოეთიშნენ [VIDEO]

AutoSharing Option
19 თებერვალს სოჭის ოლიმპიადაზე ვაჟთა შორის ასპარეზობა გიგანტურ სლალომში გაიმართა.

საქართველოს სახელით ორმა მოთხილამურემ იასპარეზა - ალექსანდრე ბენიაიძემ და იასონ აბრამაშვილმა.

სამწუხაროდ, ქართველმა სპორტსმენებმა პირველი დაშვება ვერ ჩაამთავრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მეორე დაშვების მცდელობა აღარ ექნებათ.

აქვე გეტყვით, რომ ბენიაიძე და აბრამაშვილი 22 თებერვალს სლალომში ცდიან ძალებს.

რაც შეეხება პირველი დაშვების შედეგებს, 109 მონაწილეს შორის პირველი ადგილი ამერიკელმა ტედი ლიგეტიმ (1:21.08) დაიკავა, მეორე პოზიციაზე ჩეხი ონდრჯეი ბანკი (1:22.01) გავიდა, მესამე ადგილი კი იტალიელ დავიდე სიმონჩელის (1:22.35) ერგო.

ვაჟთა
შორის გიგანტური სლალომის მეორე დაშვება ჩვენი დროით 14:30 საათზე დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ სოჭის ოლიმპიადაზე ქართველ სპორტსმენთაგან პირველმა ნინო წიკლაურმა იასპარეზა, რომელმაც გიგანტურ სლალომში 49-ე ადგილი დაიკავა. ნინო 21 თებერვალს სლალომში ცდის ძალებს.

გარდა ამისა, 19 თებერვალს ელენე გედევანიშვილი ფიგურულ სრიალში ქალთა ინდივიდუალურ გამოსვლებში, მოკლე პროგრამით საღამოს 21:00 სთ-იდან წარდგება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 20 /
მალადეც. ეგენი არ გამოეთიშებოდნენ მაგრამ წინა დღეს პუტინს *** კოცნიდნენ და დაღლილები იყვნენ
0
ისე დღევანდელი ოლიმპიური თამაშები შორსაა ნამდვილი ოლიმპიური სულისაგან, ძველ-ბერძნულ ოლიმპიადებში მართლა მოყვარულები გამოდიოდნენ, აქ კიდე ყველაფერი ფულის გარშემო ტრიალებს, ამიტომ არც ვუყურებ, რაში მაინტერესებს ვიღაც ნორვეგიელ-გერმანელ-რუს-ამერიკილების შეჯიბრი. ერთი გედევანიშვილს შევხედავ ზრდილობის გამო
ცოფიანი სპილო
21:06 19-02-2014
0

სიახლეები პოპულარული