ნინო წიკლაურმა სოჭის ოლიმპიადა ნაადრევად დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
21 თებერვალს, სოჭის ოლიმპიადაზე ქალთა შორის სლალომში ასპარეზობა გაიმართა.

ნინო წიკლაურმა პირველი დაშვება ვერ ჩაამთავრა - ქართველმა სამთო-მოთხილამურემ ერთ-ერთ მოსახვევში შესვლა ვერ შეძლო.

შესაბამისად, წიკლაური მეორე დაშვებაში მონაწილეობას უკვე ვეღარ მიიღებს და მისთვის ოლიმპიადა დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე წიკლაურმა გიგანტურ სლალომშიც იასპარეზა და ორი დაშვების შემდეგ საერთო ჯამში 49-ე იყო.

22 თებერვალს სლალომში ალექსანდრე ბენიაიძე და იასონ აბრამაშვილი გამოვლენ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვეთანხმები, რომ სამარცხვინოები ესენი კი არ არიან, არამედ ისინი, ვინც ოლიმპიადზე გააგზავნა.
0
რაღაც მიდიდონენ ეს სამარცხვინოები! სუყველა!!!!!
0

სიახლეები პოპულარული