იასონ აბრამაშვილმა ოლიმპიადებზე სლალომში საქართველოს ყველა დროის საუკეთესო შედეგი აჩვენა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი სპორტსმენებისთვის სოჭის ოლიმპიადა დასრულდა. სულ ბოლოს გამოცდილი მოთხილამურე იასონ აბრამაშვილი ვაჟთა სლალომის ტრასაზე დადგა მეორე ცდის შესასრულებლად.

პირველი ცდის შემდეგ იასონი 52,59 წამით 43-ე ადგილზე იყო, ხოლო ალექსი ბენიაიძემ ტრასა ვერ ჩაამთავრა.

მეორე ცდაზე ჩვენებურმა ტრასა ზუსტად წუთში გაირა და საბოლოოდ ლიდერთან 11,5 წამი წააგო. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ეს შედეგი ბრწყინვალეა, რადგან იასონი ელიტურ 30-ეულში შევიდა, 23-ე ადგილზე გავიდა.

ვაჟთა სლალომში 116 მოთხილამურე მონაწილეობდა, ორივე ცდა 43-მა სპორტსმენმა დაასრულა. 

შეჯიბრების დასრულების შემდეგ იასონი 23-ე ადგილზე იყო, თუმცა ორგანიზატორებმა ორ
სპორტსმენს მისცეს დისკვალიფიკაცია, რომელთაგანაც ერთ-ერთი ქართველზე წინ იყო.

22-ე ადგილი სლალომში საქართველოს (როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის) საუკეთესო მაჩვენებელია ისტორიაში. აქამდე რეკორდი თავად აბრამაშვილს ეკუთვნოდა, 2006 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მან სლალომში 31-ე ადგილი დაიკავა.

სათხილამურო სპორტში კი საუკეთესო შედეგი ვაჟთა კომბინაციაში (სწრაფდაშვება და სლალომი) აჩვენა ზურაბ ჯიჯიშვილმა 1998 წლის ოლიმპიადაზე - მე-14 ადგილი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ ორივე დისციპლინა სულ 15-მა კაცმა ჩაამთავრა.

იხილეთ მეორე დაშვების ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
თემო მართალი საქმეში ცახედული მაგარი ბიჭი ხარ ბაურიან*გუდაურების მქონენი,22-ადგილს და ორ სახებაში მონაწილეობას ვხარობთ უტ...ო მაყუთის მკეთებლები,ფედერაციაში მყოფი უქნარები.სადაა მასიურობა თუ ქართველებ ლაჩრები ვართ მოჯირითენი ზამთრის ჩქაროსნულ სახეობებში,ეროვნულ დონეზე?ზარმაცები ვართ და სფორტი ვისაც ევალება თავიანთი გასიებული თავების გარდა,არავინ ანტერესებთ,აი თუ მოვთხოვთ ხალხი,ხალხის ფულების რაობას? ,მაშინ აფაფხურდებია
tsaqadze
23 თებერვალი 2014 16:53
0
აბრამაშვილის 22-ე ადგილი სერიოზული შედეგი არ არის, რადგანაც მისი ჩამორჩენა ლიდერთან უზარმაზარი იყო. მაღალი ადგილი გამოიწვია დაახლოებით 30-40 კაცის გამოვარდნამ ტრასიდან, ვინც აჩვენებდა უკეთეს დროს, ვიდრე აბრამაშვილი. ასე რომ, ოპტიმიზმის საფუძველი ამ მიმართულებით არ არსებობს. ჯიჯიშვილთანაც ისე იყო მაშინ. უბრალოდ ჯიჯიშვილი ბრუნდებოდა გამოტოვებულ კართან და გადიოდა მას.
თემო
23 თებერვალი 2014 14:34
0
გედევანიშვილის მე-19 ადგილის ფონზე აბრამიშვილის 22-ე ადგილი ძალიან კარგია.. მიუმეტეს მისი ასაკიდან გამომდინარე აბრამიშვილი შემდეგ ოლიმპიადაზეც იქნება ალბათ
giorgi
23 თებერვალი 2014 13:16
0
რატომ აფრიკის დონეზე, ასეთ შედეგს ბევრმა ევროპელმა ვერ მიაღწია.
იმერელი
23 თებერვალი 2014 11:03
0
მიხარაია, რომ საქართველოში ნაკლებ პოპულარულ სპოტის სახეობაში მსოფლიოს 116 მონაწილეს შორის 22-ე ადგლზე ვართ. გაიხარე იასონ.
gizog
23 თებერვალი 2014 00:23
0
22-ე ადგილი აიღო აბრამაშვილმა. სულ ტრასა 116 კაციდან 43-მა ჩაამთავრა.
თემო
22 თებერვალი 2014 22:37
0
კიდევ კარგი რაღაც მაინც რომ მოახერხეს....... ამ სპორტს მეტი ყურადღება ჭირდება, ამხელა კავკასიონი გვაქვს და სამთო სათხილამურო სპორტში აფრიკის დონეზე ვართ...
john
22 თებერვალი 2014 22:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული