სამთო თხილამურები: ლინდსი ვონისთვის სეზონი დასრულდა

AutoSharing Option
ამერიკელი ლინდსი ვონისთვის სეზონი დასრულებულია. მსოფლიოს თასის ლიდერისთვის საბედისწერო აღმოჩნდა 27 თებერვალს, სოლდეუში გამართული ეტაპი - ვონი ტრასაზე დაეცა და მუხლის ტრავმა მიიღო. მიუხედავად ამისა, მომდევნო დღეს ის მაინც გავიდა ტრასაზე და დაზიანება გაიმიზეზა.

"დღეს მივიღე რთული გადაწყვეტილება - შევწყვიტო გამოსვლა მსოფლიოს თასზე და ვადაზე ადრე დავასრულო სეზონი. მიზეზი ის ტრავმაა, რომელიც გასულ შაბათს მივიღე. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა ჩემს კარიერაში, რადგან მსოფლიოს თასის ლიდერი ვარ.

ბარსელონაში ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ არა ერთი, არამედ სამი მოტეხილობა მაქვს მუხლის
არეში. მსოფლიოს თასზე გამოსვლის გაგრძელება, რისკის ქვეშ დააყენებდა ჩემს კარიერას, რაც დაუშვებელია მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატისა და 2018 წლის ოლიმპიადის წინ", - განაცხადა მსოფლიოს თასის ოთხგზის მფლობელმა.

ამ მომენტისთვის, ვონი 1235 ქულით ლიდერობს მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლას და შვეიცარიელ ლარა გუტს 28 ქულით უსწრებს. სეზონის დასრულებამდე სამი ეტაპია დარჩენილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული