"ბოსტონის" ფორვარდი პატრის ბერჟერონი კარიერაში მეოთხედ გახდა "სელკე ტროფის" მფლობელი. ეს პრიზი გადაეცემა დაცვითი ყაიდის საუკეთესო ფორვარდს. ბერჟერონმა მოგებების რაოდენობით ბობ გეინის რეკორდი გაიმეორა.
ამ ნომინაციაში მეორე ადგილზე გავიდა რაიან კესლერი ("ანაჰაიმი"), მესამეზე - მიკო კოივუ ("მინესოტა").
* * *
"ლედი ბინგ ტროფი" მოიპოვა "კალგარი ფლეიმზის" ფორვარდმა ჯონი გოდრომ. ამ პრიზის მიხედვით, ის არის ჰოკეისტი, რომელიც პატიოსანი სპორტული ბრძოლისა და ჯენტლმენური საქციელის
ჯილდოზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ "სენტ ლუისისა" და "მინესოტას" ფორვარდები ვლადიმირ ტარასენკო და მიკაელ გრანლუნდი.
გასულ სეზონში გოდრომ 72 მატჩში 61 ქულა (18+43) დააგროვა და მხოლოდ ორჯერ იქნა გაძევებული მოედნიდან.
* * *
სეზონის საუკეთესო დებიუტანტი გახდა "ტორონტოს" ფორვარდი ოსტონ მეტიუსი. "კოლდერ ტროფის" 19 წლის მფლობელმა გასულ რეგულარულ ჩემპიონატში 69 ქულა (40+29) დააგროვა.
საუკეთესო მეკარის პრიზი ("ვეზინა ტროფი") მიიღო "კოლამბუსის" რუსმა ლეგიონერმა სერგეი ბობროვსკიმ.
საუკეთესო მცველი ("ნორის ტროფი") გახდა "სან ხოსეს" წევრი ბრენტ ბერნსი. მან ამ ნომინაციაში აჯობა შვედებს - ერიკ კარლსონსა ("ოტავა") და ვიქტორ ჰედმანს ("ტამპა ბეი"). ბერნსი საუკეთესო ბომბარდირი იყო მცველებს შორის - 79 ქულა (29+47).
* * *
საღამოს ტრიუმფატორი გახდა "ედმონტონის" ფორვარდი კონორ მაკდევიდი. ის ჯერ "ტედ ლინდსეი ევორდის" გამარჯვებული გახდა. ეს არის პრიზი, რომელიც ყოველ წელს გადაეცემა საუკეთესო მოთამაშეს ჰოკეისტთა პროფკავშირების ვერსიით.
ბოლოს კი მაკდევიდმა ლეგენდარული უეინ გრეტცკისგან მიიღო სეზონის მთავარი პრიზი - "ჰარტ ტროფი", რომელიც გადაეცემა საუკეთესო მოთამაშეს. ამ ნომინაციაში მაკდევიდმა აჯობა სიდნი კროსბისა ("პიტსბურგი") და ბობროვსკის.
მაკდევიდი 2016-17 წლების რეგულარული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 82 მატჩში მან 100 ქულა (30+70) დააგროვა.
* * *
ლიგამ ასევე გამოავლინა სეზონის პირველი და მეორე სიმბოლური ნაკრებები.
I ნაკრები: სერგეი ბობროვსკი ("კოლამბუსი"), ბრენტ ბერნსი ("სან ხოსე"), ერიკ კარლსონი ("ოტავა"), კონორ მაკდევიდი ("ედმონტონი"), პატრიკ კეინი ("ჩიკაგო"), ბრედ მარშანი ("ბოსტონი").
II ნაკრები: ბრეიდენ ჰოლტბი ("ვაშინგტონი"), ვიქტორ ჰედმანი ("ტამპა ბეი"), დანკან კიტი ("ჩიკაგო"), სიდნი კროსბი ("პიტსბურგი"), ნიკიტა კუჩეროვი ("ტამპა ბეი"), არტიომი პანარინი ("ჩიკაგო").
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"