NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა "ტორონტო მეიპლ ლივზის" მარცხენა ფრთა ჯოფრი ლუპული, რომელმაც ოთხ მატჩში 9 ქულა დააგროვა და ამ მაჩვენებლით ლიგის ლიდერი გახდა. ლუპულის ანგარიშზე ხუთი გოლი მოდის, საიდანაც სამი გამარჯვებისა იყო. "ტორონტომ" კვირა "ბოსტონთან" ბულიტების სერიაში წაგებული მატჩით გახსნა, რასაც მოჰყვა ზედიზედ სამი გამარჯვება და თითოეულში სწორედ ლუპულის გოლმა გადაწყვიტა შეხვედრის ბედი. 29 წლის კალათბურთელმა წელს მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა და 13 ქულა (8+5) დააგროვა.

კვირის მეორე ვარსკვლავია "სან ხოსეს" მეკარე ანტი ნიემი. ის გასული
კვირის ლიდერი იყო ოთხი მოგებითა და ორი "შათაუტით". საერთო ჯამში, ფინელმა გოლკიპერმა ოთხ მატჩში საშუალოდ 1.22 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 95.2 პროცენტი მოიგერია. ნიემიმ ზედიზედ ორ მატჩში მიითვალა "შათაუტი" – "ანაჰაიმისა" და "დეტროიტის" წინააღმდეგ, როცა 22 და 27 დარტყმა მოიგერია.

29 წლის ნიემიმ ამ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და ლიგის მეკარეების საუკეთესო ათეულში შედის მოგებების (16), საშუალოდ გაშვებული შაიბების (2.13), მოგერიების პროცენტითა (92.5) და შათაუტების (3) რაოდენობით.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა "ედმონტონ ოილერზის" ფორვარდმა ტეილორ ჰოლმა. ის ლუპულთან ერთად საუკეთესო იყო გოლების რაოდენობით (5) და ჯამში, ოთხ მატჩში რვა ქულა დააგროვა. ჰოლმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ვანკუვერის" წინააღმდეგ, როცა ლეგენდარული უეინ გრეტცკის საკლუბო რეკორდი მოხსნა – თამაშის დაწყებიდან ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი შეასრულა: საწყის შვიდ წუთსა და 53 წამში შეძლო სამი გოლის გატანა. ამ მომენტისთვის 21 წლის ფორვარდი "ედმონტონის" ლიდერია 34 ქულით (31 მატჩი) და 23 შედეგიანი გადაცემით.

ნიუ ჯერსი-აილენდერსი 1:3
0:2, 1:0, 0:1
გოლები: 0:1 ბეილი-6 (ნილსენი-16, ოკსოპო-12), 0:2 ჰამონიკი-3 (ნილსენი-17), 1:2 პონიკაროვსკი-4 (ელიაში-20, ზეიჯაკი-9), 1:3 ტავარესი-22 (ვიშნოვსკი-7, შტრაიტი-13).

რეინჯერსი-ვინიპეგი 4:2
1:2, 1:0, 2:0
გოლები: 1:0 სტეპანი-11 (კელეჰანი-7, რიკ ნეში-17), 1:1 ანტროპოვი-5 (უელვუდი-7), 1:2 ბოგოსიანი-3 (ჰეინსი-11, ო. იოკინენი-5), 2:2 კელეჰანი-10 (ცუკარელო-1, მაკდონაჰი-10), 3:2 სტეპანი-12 (სტრალმანი-3, კელეჰანი-8), 4:2 რიკ ნეში-13 (ბ. რიჩარდსი-14, კელეჰანი-9).

მონრეალი-კაროლინა 4:1
1:1, 1:0, 2:0
გოლები: 0:1 ჯ. სტაალი-9 (დუიაერი-7, ბელემორი-1), 1:1 მარკოვი-7 (საბენი-18, გალაჰერი-10), 2:1 ჰალპერნი-1 (ბულიო-1), 3:1 პასიორეტი-10 (ბუიონი-7), 4:1 პასიორეტი-11 (ბ. ჯონტა-10, პლეკანეცი-14).

დეტროიტი-კოლორადო 3:2
1:0, 2:0, 0:2
გოლები: 1:0 აბდელკადერი-7 (ფრანცენი-12, კრონვალი-20), 2:0 ქლირი-8 (ფრანცენი-13, დაციუკი-25), 3:0 ბრუნერი-11 (ნიკუისტი-2), 3:1 მაკგინი-7 (ჯ. მიტჩელი-8, მაკლეოდი-4), 3:2 დუშენი-14.

მინესოტა-სტ. ლუისი 1:4
0:1, 1:2, 0:1
გოლები: 0:1 შვარცი-4, 1:1 ჰიტლი-10 (ბროდინი-6, ტ. მიტჩელი-3), 1:2 ენდი მაკდონალდი-4 (სტინი-16, ბეკსი-17), 1:3 შატენკირკი-3 (შვარცი-5, ბერგლუნდი-6), 1:4 ჯეკმანი-3 (ენდი მაკდონალდი-11).

ჩიკაგო-ნეშვილი 3:2 (ბ)
1:0, 1:0, 0:2, 0:0
გოლები: 1:0 საადი-7 (ჰიალმარსონი-7, ტეივზი-19), 2:0 პ. კეინი-19 (ლედი-10), 2:1 ლეგუანდი-9 (ბარტლი-3, კლაინი-8), 2:2 ბეკი-2 (ჰორნკვისტი-7, ლეგუანდი-10).
ბულიტები გაიტანეს: ტეივზი (ჩიკაგო), კ. სმიტი (ნეშვილი), როჟსივალი (ჩიკაგო).

დალასი-ანაჰაიმი 0:4
0:0, 0:3, 0:1
გოლები: 0:1 რაიანი-10 (გეტცლაფი-27, ფაულერი-6), 0:2 პერი-12 (რაიანი-17, გეტცლაფი-28), 0:3 ბელეკსი-6 (პალმიერი-7, სურეი-6), 0:4 სელიანე-9.

ედმონტონი-კალგარი 4:1
3:0, 0:0, 1:1
გოლები: 1:0 შულცი-6 (ტ. ჰოლი-24, ებერლე-16), 2:0 ტ. ჰოლი-12 (შულცი-12), 3:0 რ. ჯონსი-2 (იაკუპოვი-11, შულცი-13), 4:0 იაკუპოვი-7 (რ. ჯონსი-3, რაიან უიტნი-8), 4:1 მაკგრატენი-2 (ჯეკმანი-2, ბეგინი-3).

სან ხოსე-ვანკუვერი 3:2
0:0, 3:1, 0:1
გოლები: 1:0 დეჟარდენი-1 (ბარიში-2, გომესი-9), 2:0 ჯ. ტორნტონი-6 (ტენისონი-1), 3:0 კუტური-15 (მარლო-10, ჯ. ტორნტონი-27), 3:1 ჰიგინსი-9 (ჰანსენი-12, ბიეკსა-3), 3:2 ბაროუზი-10 (ჰიგინსი-5, ჰანსენი-13).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: სიდნი კროსბი ტვინის შერყევას გადაურჩა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული