NHL. პლეი ოფი: ჩემპიონი გავარდნის პირასაა

AutoSharing Option
სტენლის თასის მოქმედი ჩემპიონი "ლოს ანჯელეს კინგზი" წლევანდელი პლეი ოფიდიან გავარდნის პირას აღმოჩნდა.

"მეფეებმა" სერიის მესამე მატჩი წააგეს "ჩიკაგოსთან".

"ბლეკჰოსმა" წინა მატჩის წაგებით არა მხოლოდ შეწყვიტა საკუთარი ხუთმატჩიანი მოგებათა სერია, არამედ დაკარგა თავისი ერთ-ერთი წამყვანი მცველი დანკან კიტი. ამ უკანასკნელმა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო იმის გამო, რომ მესამე მატჩში ყვანჯი ჩაარტყა სახეში "კინგზის" ფორვარდს ჯეფ კარტერს. კიტი შელდონ ბრუკბანკმა შეცვალა, რომლისთვისაც ეს მატჩი პირველი იყო მიმდინარე პლეი ოფში. რაც შეეხება "ლოს ანჯელესს", მას ისევ მოუწია ტრავმირებული ცენტრფორვარდის მაიკ რიჩარდსის გარეშე თამაში.

სტუმართა გუნდს სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწია. უკვე მეოთხე წუთზე, კალიფორნიელთა მცველმა ვიაჩესლავ ვოინოვმა ცისფერი ხაზიდან ძლიერი დარტყმით თავისი მეექვსე გოლი გაიტანა პლეი ოფში, მაგრამ "ჩიკაგომ" მალე გაათანაბრა ანგარიში, როცა მეკარე ჯონათან კუიკის შეცდომით ისარგებლა - ის ვერ გაუმკლავდა ბიკელის შორეულ გასროლას.
მეორე პერიოდში, საპასუხო "საჩუქარი" გაუკეთა მეტოქეს "ჩიკაგოს" კარის დარაჯმა კორი კროუფორდმა, რომელმაც ვერ დააფიქსირა შაიბა და "ბლეკჰოქსმა" მეორედ გაათანაბრა ანგარიში.

შეხვედრის ბოლო ნაწილი სტუმრების აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც მარიან ჰოსამ და მიხალ ჰანზუშმა წარმატებით დაასრულეს ორი ერთზე გასვლა, "ჩიკაგოს" ჰოკეისტებმა სიტუაციის გამოსწორების საშუალება არ მისცეს მოწინააღდეგეს. "ლოს ანჯელესის" დარტყმების დიდი ნაწილი ჩიკაგოელმა მცველებმა დაბლოკეს და მთელი მესამე პერიოდის განმავლობაში, კორი კროუფორდამდე მხოლოდ ორი დარტყმამ მიაღწია. ხოლო მასპინძლების მხრიდან საფინალო შტურმის მოწყობის მცდელობა ჩავარდა.

"ლოს ანჯელესი" ზედიზედ 15 სათასო შეხვედას არ აგებდა საკუთარ მოედანზე და ახლა, შეწყდა ეს ბრწყინვალე სერია. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე სტენლის თასზე "ლოს ანჯელესმა" მხოლოდ ერთი საშინაო მატჩი მოიგო, სერიის მეხუთე შეხვედრაში, სტუმრად წარმატების მინიმალური შანსი აქვს.

ლოს ანჯელესი-ჩიკაგო 2:3
1:1, 1:1, 0:1
გოლები: 1:0 ვოინოვი-6 (კლიფორდი-2, ფრეზერი-2), 1:1 ბიკელი-8 (ფროლიკი-3, ჰიალმარსონი-4), 2:1 პენერი-3 (ჯ. კარტერი-6, ტოფოლი-4), 2:2 პ. კეინი-3 (ბიკელი-3, ჰიალმარსონი-5), 2:3 მარიან ჰოსა-7 (ჰანზუში-7, ოდუია-3).
სერია: 1-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პლეი ოფი: "პიტსბურგი" კედელთან მიაყენეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული