პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ 40 წლის ვეტერანის დანიელ ალფრედსონის "ოტავადან" "დეტროიტში" გადასვლა. "რედ უინგზში" ფორვარდი მეცხრე შვედი ლეგიონერი იქნება. "NHL-ში გატარებული 17 სეზონის განმავლობაში, ვერაფრით შევძელი სტენლის თასისთვის ბრძოლა. ყველაზე მარტივი იქნებოდა "ოტავაში" დარჩენა და კარიერის ლამაზად დასრულება, მაგრამ მოგება მინდა. ვიცი, რომ ჩემს არჩევანს გულშემატკივრები არ მოიწონებენ, მაგრამ ეს ასეც უნდა იყოს", - განაცხადა ალფრედსონმა.
* * *
მოკლედ, "ოტავამ"
რაიანმა გასულ სეზონში 46 მატჩი ჩაატარა და 30 ქულა (11+19) დააგროვა, სილფვერბერგის ანგარიშზე 48 მატჩში 19 ქულა (10+9) მოდის.
ბობ რაიანის კონტრაქტი კიდევ ორი წელია ძალაში. ამ ხელშეკრულების თანახმად, ის წელიწადში 5.1 მილიონ დოლარი იღებს. სილფვერბერგის კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე მოქმედებს და ჰოკეისტმა გაისად 900 ათასი უნდა გამოიმუშავოს.
* * *
ცვლილებებია სტენლის თასის ფინალისტ "ბოსტონის" რიგებში. უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ ამ გუნდმა ორი ფორვარდი დაკარგა - ნათან ჰორტონი და ტაილერ სეგუინი, სამაგიეროდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანა 36 წლის ვეტერანი ჯერომ იგინლა, რომელმაც გასული სეზონი "პიტსბურგში" დაასრულა და 44 მატჩში 33 ქულა (14+19) მიითვალა.
იგინლამ "ბრუინზთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომავალ სეზონში 6 მილიონ დოლარს მიიღებს.
* * *
"ვაშინგტონ კეპიტალზმა" დაკარგა ცენტრფორვარდი მაიკ რიბეირო, რომელმაც ოთხწლიანი კონრაქტი გააფორმა "ფინიქსთან". მიუხედავად ამისა, დედაქალაქური კლუბი თავისუფალი აგენტების ბაზარზე პასიურობს. არადა, დივიზიონში "ვაშინგტონის" კონკურენტებმა - "კოლამბუსმა" და "კაროლინამ" უკვე იზრუნეს შემადგენლობის გაძლიერებაზე, რაც მომავალი სეზონისთვის "კეპიტალზს" რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს. თუმცა კლუბის გენერალურ მენეჯერს ჯორჯ მაკფის კიდევ აქვს დრო საკმარისი გადაწყვეტილებების მისაღებად.
"ვაშინგტონის" ერთ-ერთი სვლა შეიძლება გახდეს იარომირ იაგრის მიწვევა, რომლის მიმართ ინტერესს კიდევ სამი კლუბი იჩენს.
"ტორონტოს" მწვრთნელი იდიოტია?
ბელარუსის ნაკრების ფორვარდმა მიხაილ გრაბოვსკიმ TSN-თვის მიცემულ ინტერვიუში "იდიოტი" უწოდა "ტორონტო მეიპლ ლივზის" მთავარ მწვრთნელს რენდი კარლაილს. ასეთი რეაქცია ჰქონდა ბელარუსს იმაზე, რომ კლუბმა, რომელშიც 2008 წლიდან თამაშობდა, ჰოკეისტის გაშვება გადაწყვიტა.
გრაბოვსკიმ განაცხადა, რომ მას მოსწონდა "ტორონტოში" თამაში, თუნდაც, კარგი გულშემატკივრების გამო. ჰოკეისტის სიტყვებით, ბოლო სეზონში ის არ გრძნობდა მხარდაჭერას კარლაილის მხრიდან, რის გამოც, კლუბში გარკვეული სირთულეები შეექმნა. "დიახ, მე ვერ ვიტანდი გოლებს. ვიცი, რომ ამაზე უნდა ვიმუშაო. მაგრამ, როცა მწვრთნელის მხარდაჭერას გრძნობ, წარმატება აუცილებლად მოვა", - დაამატა ჰოკეისტმა.
2012-13 წლების სეზონი უარესი იყო გრაბოვსკისთვის შედეგიანობის მხრივ. რეგულარული ჩემპიონატის 48 მატჩში მან 16 ქულა (9+7) დააგროვა, სტენლის თასის შვიდ მატჩში კი მხოლოდ ორი გოლით დაეხმარა თავის გუნდს.
ოთხ ივლისს ცნობილი გახდა, რომ "ტორონტომ" გამოისყიდა 29 წლის გრაბოვსკის კონტრაქტი, რომელიც 2017 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში. კლუბი ვალდებულია ბელარუსს რვა წლის განმავლობაში 14.33 მილიონი დოლარი გადაუხადოს.
"ტორონტოს" გარდა, გრაბოვსკი NHL-ში "მონრეალის" რიგებში თამაშობდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ალექსანდრ ოვეჩკინი ორ სიმბოლურშია